info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ხელოვნება და კულტურა

საუკუნეების განმავლობაში იმერეთი იყო საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და კულტურული და ასევე სავაჭრო ცენტრი. ქვეყნის მეფეები ქვეყანას მართავდნენ ამ რეგიონის დედაქალაქიდან - ქუთაისიდან. დღემდე იგი მოიხსენება მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრებს შორის. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამო, ქვეყნა მნიშვნელოვანი ადგილი გახდა აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ გზაზე. რამაც ხელი შეუწყო ქართული ხელოვნებისა და კულტურის ორიგინალურობასა და სიმდიდრეს.

ქუთაისში, რეგიონის გულში, მრავალი კულტურული ღირშესანიშნაობანია, ქალაქის ცენტრში დგას ოპერის თეატრი, რომელიც გაიხსნა 1969 წელს. მისი მდიდარი რეპერტუარი ნამდვილად ყურადღების ღირსია, სპეტაკლებში მონაწილეობს ასევე საბალეტო დასი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც პირველად ამღერდა სტალინის საყვარელი სიმღერა, ცნობილი „სულიკო“. შენობის არქიტექტურა შთამბეჭდავია, ლომების სკულპტურებით მარჯვენა, მარცხენა და ცენრტალურ ქონგურებზე. ქუთაისში დაიბადა ცნობილი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, იგი არის ასევე ცნობილი მუსიკოსების მელიტონ ბალანჩივაძის, კოტე ფოცხვერაშვილის, ბართლომე კუხიანიძისა და ფილიმონ ქოროძის მშობლიური ქალაქი.

ქალაქის ერთერთი დიდი სიამაყეა მისი დრამატული თეატრი, რომელსაც 150 წლის მდიდარი ისტორია აქვს. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელწიფო თეატრი, ერთერთი მთავარი კულტურული ცენტრია საქართველოში. პირველი სპექტაკლის პრემიერა შედგა 1861 წლის 3 მარტს, სადაც მოყვრულთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი, დავით კლდიაშვილის „გაყრა“. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, თეატრი იყო არა მარტო ხელოვნების ადგილი, არამედ მასპინძლობდა ასევე ქართულ ეროვნულ მოძრაობას. სპექტაკლები, რომლებიც თეატრის სცენაზე იდგმებოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეებით იყო გაჟღენთილი. იმ პერიოდში ქვეყანა რუსეთის მართველობის ქვეშ იყო. დღეისათვის თეატრი აყვავების ხანაშია, მსახიობთა და რეჟისორთა საუკეთესო დასით.

ქალაქში არსებობს ასევე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი, რომელიც გაიხსნა 1946 წელს. თეატრი განსაკუთრებით მათთვისაა საინტერესო, ვინც ბავშვებთან ერთად მოგზაურობს. თოჯინების თეატრი ცნობილი ქართველი პედაგოგისა და საბავშვო წიგნებისა და სახელმძღვანელოების ავტორის სახელობისაა. პირველი სპექტაკლის „თეთრი დრუნჩას“ პრემიერა შედგა 1946 წლის 31 დეკემბერს. დღეისათვის თოჯინების თეატრის რეპერტუარში 15 სპექტაკლია.

ქალაქში არის ასევე სამხატვრო გალერეა, დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა, რომელიც დაარსდა 1976 წელს. მის კოლექციაში 2800-ზე მეტი ნამუშევარია, რომლებიც ძირითადად მე-19 და მე -20 საუკუნეების მხატვრებს წარმოადგენს. სამხატვრო გალერეაში გამოფენილ მნიშვნელოვან მხატვრებს შორის არიან გ. ნიკოლაძე, რ. სტურუა, გიგო გაბაშვილი.

ქუთაისი ამაყობს თავისი მრავალფეროვანი მუზეუმებით - ყველას შეუძლია იპოვოს რაიმე, თავისი გემოვნების მიხედვით. სხვა მუზეუმებთან ერთად, ქალაქში არის სპორტის მუზეუმიც, რომელიც გაიხსნა 1970 წელს. აქ ქვეყანაში ყველაზე დიდი კოლექციაა და ძირითადად მოიცავს ქართული სპორტის მიღწევებთან დაკავშირებულ მასალასა და ექსპონატებს.

შემდეგი მუზეუმი, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს, სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც დაარსდა 1912 წელს. მუზეუმი შედის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მუზეუმების სიაში. მის კოლეციაში დაახლოებით 150 ათასი ექსპონატია, მათ შორის ჩვ. წ. აღ-მდე I-II ათასწლეულის არტიფაქტები, ნუმიზმატიკური ექსპონატები, სამკაულები, ჭურჭელი, ისტორიული დოკუმენტები და შეუფასებელი წიგნები. მუზეუმის ბიბლიოთეკა ითვლის 40 ათასზე მეტ ტომს.

შემდეგი საინტერესო მუზეუმი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმია. ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა 1871 წელს და გარდაიცვალა 1933 წელს, იგი იყო ქართული ფილარმონიული კომპანიის დამაარსებელი. მუზეუმში გამოფენილია ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასთან და ნაშრომებთან დაკავშირებული უამრავი ნივთი.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა. ყოველთვის ღირს ნახოთ საბრძოლო დიდების მუზეუმი, მცირე ეთნოგრაფიული მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის ან დავით მხეიძის სახლ-მუზეუმები, რომლებიც უამრავ საარქივო მასალას მოიცავს იმერეთის შესახებ.

თუმცა საქართველოს კულტურა, მხოლოდ მატერიალური ნიმუშებით არ ამოიწურება. საქართველის არა-მატერიალური კულტურის ძეგლებიც ასევე მაღალ შეფასებას იმსახურებენ და აღიარებულია იუნესკოს მიერ. 2001 წელს იუნესკომ არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა ქართული პოლიფონიური საგალობლები, რომლის ფესვები 1500 წლის წინანდელი სიღრმეებიდან მოდის. დღეისათვის საგალობლებს ასრულებენ ძირითადად საეკლესიო გუნდები და ფოლკლორული ანსამბლები. ტრადიციულად, საგალობელი აუცილებლად სრულდება ქართული ქორწილისა და ჯვრისწერის დროს. იმერეთში ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც შეგილძიათ იხილოთ ქართული ჯვრისწერა, არის მოწამეთის მონასტერი.

ქართული ლიტერატურა ერთერთი უმდიდრესი და უძველესია მოფლიოში. ქართული დამწერლობა, მსოფლიოს 14 დამწერლობაში შედის. იმერეთში სტუმრობისას, თუკი გსრთ გაიგოთ მეტი ქართველი მწერლების შესახებ, ესტუმრეთ სამტრედიას და ნახეთ ცნობილი ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმი, თერჯოლაში თქვენ ნახავთ ცნობილი ქართველი ნოველისტისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმს, მისი ნაშრომების მდიდარი ექსპონატებით, ბაღდათში ცნობილი რუსი პოეტის ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლმუზეუმს, რომელიც ამ პატარა ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმები არის ჭიათურაში, ხარაგაულში, საჩხერესა და ზესტაფონში.

მაგრამ საქართველოსა და იმერეთის კულტურული სიმდიდრე აქ არ თავდება. 2013 წელს იუნესკომ თავის დიდ სიაში შეიყვანა ღვინის დაყენების ქართული, ტრადიციული მეთოდი. ტრადიციული იმერული ღვინოები მაღალ შეფასებას იმსახურებენ მთელს მსოფლიოში, ყურძნის განსაკუთრებული და იშვიათი ჯიშების გამო, რომლებიც იზრდება მხოლოდ განსაკუთრებულ ნიადაგზე და განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში, რაც მსოფლიოს სხვა არც ერთ მხარეში არ მოდის.

იმერეთის მხარე მიმზიდველია უამრავი მიზეზის გამო, თუნდაც შესანიშნავად შემონახული ისტორიული ძეგლებისა და უდიდესი კულტურული ცენტრების გამო. იგი ცნობილია თავისი შესანიშნავი კერძებით, ღვინო უკვე აღვნიშნეთ, და მოსახლეობის საოცარი სტუმართმოყვარეობით. იმერეთი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს შთამბეჭდავი არქიტექტურა, უძველესი ხელოვნება და მშვენიერი, ტრადიციული, ქართული კულტურა, რომელიც გაძლევთ შანსს გაიგოთ იმერეთი შიგნიდან.

 

რეგიონების რუკა

საქართველოს რუკა

იმერეთის რუკა

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.