info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ქუთაისი

ქუთაისი საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში მდებარეობს. მდინარე რიონის ორივე მხარეს გაშენებულ ქალაქს დიდი ისტორია გააჩნია. იგი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და ისტორიაში ქუთაისი „მინოსის ხანაშია“ (ძვ.წ.აღ XVII-XV საუკუნეშია) მოხსენიებული.შემდეგ სახელგანთქმულ „არგონავტიკაში“, რომელიც 3300 წლის წინანდელ ამბებს გვამცნობს ყველა ამბავი ქუთაისის გარშემო ტრიალებს.

დაწვრილებით...
ბაღდათი

სოფელ ბაღდადს 1940 წელს ეწოდა ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელი. ბაღდადი მდებარეობს მდ. ხანისწყალის ნაპირას. წყაროებში პირველად იგი მოიხსენიება XVII ს-ის I ნახევარში. თუმცა არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ დასახლება აქ იყო შუა ფეოდალურ ხანაში. 1709 წ. ოსმალებმა დაიკავეს ბაღდადი. აქ ჯერ ხის (მოსახლეობა თხმელის ციხეს უწოდებდა), შემდეგ კი ქვითკირის ციხე ააგეს. ოსმალობის პერიოდში ბაღდათი ტყვეებით ვაჭრობის კერად გადაიქცა.

დაწვრილებით...
ჭიათურა

ჭიათურას იმერეთის მაღლობის ნაწილი უჭირავს.იგი მდინარე ყვირილას ხეობაში მდებარეობს. მას გარშემო ციცაბო კლდეები აკრავს. ცალკეული უბნები ქალაქის ცენტრს სამგზავრო ბაგირებით უკავშირდება. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როცა დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1917 წელს ქალაქ ქუთისის გუბერნიაში შედიოდა. 1930 წელს იგი დამოუკიდებელი გახდა. მცენარეული საფარი მწირია, ტყის ჯიშებია: რცხილა, მუხა, იფანი, ცაცხვი. არის კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, მგელი, კავკასიური კვერნა, ფოცხვერი და სხვა.

დაწვრილებით...
ხარაგაული

1949 წლამდე ხარაგაული ერქვა. 1917 წლამდე ქ. ქუთაისის გუბერნიაში, 1921 წლიდან ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 1928-29 ქ. ქუთაისის ოლქში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რ-ნია. დაბა ორჯონიკიძე (დღეს ხარაგაული) მესხეთის და ლიხის ქედების ნაწილს მოიცავს. ყველაზე მაღალი გედსამანიის ქედი. ეს ტერიტორია დაფარულია კრისტალური ფილებით, ტუფით, ტუფქვიშაქვებზე ცარცული კირქვებითა და დოლომიტებით.

ღორეშა-ბაზალეთის პლატოში არის მღვიმეები, ძაბრები და სხვა. მდ. ჩხერიმელას ხეობაში არის დევის ხვრელის მღვიმე, სადაც შემორჩენილია ზედაპალეოლითური კულტურის ნაშთები. კარსტული მღვიმე არის მდ. ძირულას ხეობაში. პატარა ქვაბულები არის: უბისა-ღორეშა, ხარაგაულის, კაცხის.

დაწვრილებით...
ხონი

ხონი – ქალაქი საქართველოში მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე.

ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიანი ბრინჯაოს ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა, დასახლება ხონის ეკლესიის გარშემო გაჩნდა, ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური სამნავიანი უგუმბათო ნაგებობაა, მისი აშენების თარიღად XIII საუკუნე ითვლება, 1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის მის ტერიტორიულ ზრდას და სამეურნეო ეკონომიკურ აღმასვლას.

ხონში ნაპოვნია "კოლხური თეთრის" 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII საუკუნეში ხონი უკვე წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.

დაწვრილებით...
სამტრედია

სამტრედია ისტორიულწყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. 1871-1872 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია, როგორც დაბა, 1871 წელს სამტრედიაში 81 კომლი ცხოვრობდა, 1893 წელს კი 370 კომლი, 1919 წელს 12000 კაცი, ამჟამად კი 30000 მოსახლეა. ცნობილი სამტრედიელები იყვნენ: აკაკი კვანტალიანი, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი შანიძე, ეროსი მანჯგალაძე.

დაწვრილებით...

<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>
გვერდი 1, სულ 2

რეგიონების რუკა

საქართველოს რუკა

იმერეთის რუკა

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.