info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ისტორია

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ გეოგრაფიული მხარეა. აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხის ქედი, დასავლეთით ცხენისწყალი, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი და სამხრეთით მესხეთის მთები.

იმერეთი იყოფა გეოგრაფიულად 2 ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად და 11 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტად (რაიონად): ბაღდადი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ხარაგაული, ხონი, წყალტუბო და ჭიათურა.

ამ მხარეში ადამიანმა ქვედა პალეოლითის ხანაში დაიწყო ცხოვრება. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში,შორაპანში, ვარციხეში და სხვა. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა „აბრეშუმის გზა“, რომელიც დასავლეთ სამყაროს უკავშირებდა აღმოსავლეთის ქვეყნებს.

III-VII საუკუნეებში ეს ტერიტორია გახდა ბერძენ-სპარსელთა დაპირისპირების მიზეზი. 735 წელს არაბმა სარდალმა დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი. არაბთა ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის ერისთავები, ძმები დავითი და კონსტანტინე მხეიძეები. ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა და მათი სახელობის ეკლესია ააგო მდინარე წყალწითელას ხეობაში, რომელსაც „მოწამეთა“ ქვია.

VIII საუკუნის ბოლოს აფხაზთა ერისთავი ლეონ II აუჯანყდა ბიზანტიას და თავი მეფედ გამოაცხადა. მან გააერთიანა დასავლეთ საქართველო და დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა. 978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. მან ქუთაისში 1003 წელს თავისი სახელობის ტაძარი ააგო, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. საქართველოს მონარქიის დაშლის შემდეგ XV საუკუნის ბოლოს წარმოიქმნა იმერეთის სამეფო, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. XVI საუკუნეში მას გამოეყო აფხაზეთის, სამეგრელოს, სვანეთისა და გურიის სამეფოები. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა, რომელიც ბაგრატიონთა საგვარეულოს დასავლეთ შტოს ეკუთვნოდა. იმერეთის მეფეს ავიწროვებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ასევე ეურჩებოდნენ საკუთარი თავადებიც.

XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხესიმაგრეებში ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში და ბაღდადში ოსმალეთის გარნიზონები იდგა, რომელიც გაყარა იმერეთის მეფე სოლომონ I მა რუსი გენერალი „ტოტლებენის“ დახმარებით. სოლომონ I ასევე ენერგიულად ებრძოდა ქვეყნის შიგნით ურჩ ფეოდალებს.მან გააუქმა რაჭის საერისთავო. რაჭის ერისთავს როსტომ ჩხეიძეს და მის 7 ვაჟს თვალები დასთხარა. მან 1758 წელს აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა. 1757 წელს სოფელ ხრესილთან სასტიკად დაამარცხა ოსმალები. სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ 1784 ცენტრალური ხელისუფლება შეირყა, მაგრამ სოლომონ II შეძლო სამეფოს გაძლიერება.

1804 წელს იმერეთის სამეფო რუსეთის სამეფოს მფარველობაში შევიდა მაგრამ 1810 წელს იმერეთის სამეფო გაუქმდა. სოლომონ II-მ თავი ოსმალეთს შეაფარა, სადაც 1815 წელს ტრაპზონში გარდაიცვალა. მისი ნეშთი 1990 წელს გადმოასვენეს და გელათის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

იმერეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ახალ რეჟიმს და რამდენჯერმე აჯანყდა. 1819-1820 წ.წ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაიხსნა სამაზრო სკოლა. შემდეგ კი კლასიკური გიმნაზია გაიხსნა, სადაც სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი,ნიკო ნიკოლაძე, გალაქტიონ ტაბიძე. 1840 წ არსებობდა იმერეთის ოლქი, რომელიც დაყოფილი იყო 4 ოკრუგად: ვანის, შორაპნის, ქუთაისის და რაჭის. მეფის ხელისუფლებამ 1857 წელს გააუქმა სამეგრელოს სამთავრო. 1858 წ სვანეთის, ხოლო 1864წ აფხაზეთის. 1865 წელს იმერეთში გაუქმდა ბატონყმობა. ამ რეფორმამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის განვითარებას. ქალაქს მოაწყდა მუშა-ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას.

ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრების წინსვლას ხელი შეუწყო სარკინიგზო მშენებლობამ. 1871 წელს გაიყვანეს პირველი რკინიგზა. ჭიათურა-ფოთი. 1872 წელს ფოთი-თბილისი. 1877 წელს ამიერკვკასიის რკინიგზას შეუერთდა ქუთაისი.

მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლები მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალი თაობა- თერგდალეულები: ილია ჭაჭავაძე, აკაკი წერეთელი,ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, და სხვა.

ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი აკაკი წერეთელმა ის ქალაქს სამაისოს უწოდებდა. ქუთაისს ამშვენებდნენ ლ.მესხიშვილის, ტ. ტაბიძის და ზ. ფალიაშვილის სახეები.

იმერეთის რეგიონი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, მოწამეთა, ანტიკური პერიოდის ციხე შორაპანი, ანტიკური ქალაქები ვანი და ქუთაისი.

იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი ძირითადი დარგია მემცენარეობა, მეხილეობა და მებოსტნეობა. რეგიონში 5 ჰესია: რიონჰესი, გუმათჰესი, ვარციხეჰესი და ძევრულჰესი.

რეგიონი ასევე გამოირჩევა წიაღისეული სიმდიდრით. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულისა და გელათის ქვანახშირი, თიხის მარაგით, მარმარილოთი და კირქვით. სამკურნალო წყლებიდან გამოიყოფა საირმე-ბაღდადში, და ნუნისი-ხარაგაულში.

იმერეთის რეგიონში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა. მათ შორის გამოირჩევა; წყალტუბო, საირმე, სულორი. აღსანიშნავია დინოზავრის ნაკვალები სათაფლიის ნაკრძალის ტერიტორიაზე და კარსტული გამოქვაბულები.

 

რეგიონების რუკა

საქართველოს რუკა

იმერეთის რუკა

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.