info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
შუქრი ნაკაშიძე

შუქრი ნაკაშიძე – პროფესიით ღვინის ტექნოლოგია, იგი აწარმოებს დახვეწილ შინაურ ღვინოს, კონიაკს და ლიქიორს. ბატონი შუქრი ქართული ალკოჰოლის კარგი მცოდნეა. მას სახლში დიდი ენოთეკა აქვს (სპეციალური ადგილობრივი ან რეგიონული ღვინის მაღაზია/დუქანი, რომელიც იტალიაში წარმოიშვა), სადაც 80-იან წლებში საქართველოში ჩამოსხმული ყველა სახის ბოთლის ღვინისა და კონიაკის კოლექცია აქვს განთავსებული. გარდა ამისა მის სახლში ნახავთ იარაღის შთამბეჭდავ მუზეუმს. მსოფლიოს ბევრი მუზეუმი მხოლოდ იოცნებებდა იმ ნივთებზე, რომლებიც ბატონ შუქრი ნაკაშიძის კოლექციაშია. მის სახლში თქვენ ნახავთ რომაულ „გლადიუსს“ (რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტშია ნაპოვნი), პირველ ქართულ თოფს „მაჭახელას“, იარაღებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იყო გამოყენებული, და ბევრ სხვა ექსპონატებს. ამ უცნაური და მშვენიერი მუზეუმის დათვალიერებისას თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსაცვიფრებელი კონიაკი და ლიქიორი. შემდეგ ბატონი შუქრი წაგიყვანთ მარანში, სადაც მისი ღვინო დუღდება და შეგიძლიათ ღვინო პირდაპირ ქვევრიდან გაშინჯოთ. მუზეუმში სტუმრობა და ღვინისა და კონიაკის გაშინჯვა 15 ლარზე მეტი არ დაგიჯდებათ.

მისამართი: შუქრი ნაკაშიძე, ჯავახიშვილის ქ. #17, ბაღდათი, 1000, ბაღდათი, საქართველო.

თუ გეგმავთ ესტუმროთ შუქრი ნაკაშიძეს, წინასწარ დაგვიკავშირდით: ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. or (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153.

 

ყურძნის ჯიშები

საქართველოში ვაზის 500-მდე ადგლობრივი ჯიშია. საქართველოში მევენახეობის თითოეული მხარე ცნობილია მეღვინეობის ადგილობრივი, ტრადიციული მეთოდით.

იმერული ტიპის ღვინის დამზადების წესი განსხვავდება, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში არსებული, ისე ევროპული ტიპის ღვინის დამზადების წესისაგან. ღვიმო მზადდება ტრადიციული წესით, შემდეგი საფეხურების მიხედვით: მოკრეფილ ყურძენს წურავენ საწნახელში, ყურძნის საჭყლეტი მანქანით. მიღებულ წვენს ასხამენ კარგად გარეცხილ ქვევრებში (თიხის ჭურჭელში). დუღილის დასაჩქარებლად მას უმატებენ სუფთა კლერტგაცლილ ჭაჭას თითოეულ საპალნე (18 დეკალიტრი) ღვინოზე 16-20 კგ ოდენობით. ამის შემდეგ ქვევრს უტოვებენ ჰაერის ამოსასვლელს, ახურავენ სარქველს და მჭიდროდ გლესავენ თიხით. ჭაჭის მიმატება ხელს უწყობს ტკბილის დუღილის ნორმალურ მსვლელობას, აძლევს სასიამოვნო მოყვითალო ფერს, აჩქარებს ღვინის დაწმენდას და მატებს ღვინოს სხეულს და არომატს. იმერული ტიპის ღვინო ლამაზი ყვითელი ფერისაა, იგი სრული, შინაარსიანი, საკმაო ჰარმონიული და ხალისიანია. ჯიშური მდიდარი არომატი კარგად არის გამოსახული.

ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ვაზის ყველაზე პუპულარული ჟიშების შესახებ, რომლებიც იმერეთში იზრდება.

 

კრახუნა ციცქა
ცოლიკოური ოცხანური საფერავი
ალადასტური

 

X კრახუნა

 

კრახუნა ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ვაზის თეთრი საღვინე ჯიშია,რომელიც ძირითადად იმერეთშია გავრცელებული. იგი ძირითადად შუა იმერეთშია გავრცელებული, სოფელი სვირის მიკროზონას კრახუნას სამშობლოსაც კი უწოდებენ, რომელიც განსაკუთრებულ მიკროზონას წარმოადგენს.

ეს ჯიში რამდენიმე ათწლეულის წინ გადაშენების პირას იყო, ვინაიდან დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა და ბევრმა მევენახემ ამის გამო კრახუნაზე უარი თქვა. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ბოლო წლებში იგი ისევ სამაოდ პოპულარული გახდა. ამავე დროს, კრახუნა არის ხარისხიანი იმერული საღვინე ჯიში, რომელიც გამორჩეულად საინტერესო ღვინოს იძლევა. კრახუნასგან გამორჩეულად მაღალგრადუსიანი ღვინო ყენდება. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც იმერეთის სამ ძირითად ჯიშს - ციცქას, ცოლიკოურსა და კრახუნას ერთად წურავენ და ამ გზით გამოდის ღვინო, სადაც იმერული ვაზის სამივე მთავარ ჯიშს თავისი კეთილშობილება შეაქვს. კრახუნას ყურძენი, როგორც წესი, იმერული და კლასიკური ევროპული ტიპის სუფრის ღვინის დასაყენებლად გამოიყენება. ქართველ მეღვინეებს ამ ჯიშისაგან თავის დროზე მადეირა და პორტვეინიც კი აქვთ დაყენებული.

კრახუნასგან განსაკუთრებით მაღალხარისხიანი ღვინო შუა იმერეთში დგება. დასახელებულ მიკროზონაში კრახუნა სხეულიან და მაღალალკოჰოლიან ღვინოს იძლევა. ზემო იმერეთში კი კრახუნასაგან უფრო ნაზი, მსუბუქი, ევროპული ტიპის ღვინოები დგება. თუკი მეღვინეს კრახუნასაგან ევროპული (კლასიკური) ტიპის ღვინის მიღება სურს, მაშინ რთველი სექტემბრის თვეში უნდა დაგეგმოს. თუკი იმერულ ჭურის ღვინოს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ კრახუნას რთველისათვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის შუა პერიოდია. ოქტომბრის მიწურულსა და ნოემბრის დასაწყისში კი რთველს ის მევენახე-მეღვინეები გეგმავენ, რომელთაც ტკბილი ღვინის დაყენება უნდათ.

კრახუნა მევენახეს სურვილისა და ფანტაზიის ფართოდ გაშლის საშუალებას აძლევს და ეს ჯიში ამ მხრივ, ქართული ვაზის საღვინე ჯიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეულია. ღვინის მოყვარულები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სხვა იმერულ თეთრ ღვინოებთან შედარებით, კრახუნასაგან დაყენებული ღვინო სხეულიანობით, ოქროსფერი შეფერილობითა და განსაკუთრებული ენერგიულობით გამოირჩევა. ხანგრძლივი შენახვისას ღვინო ივითარებს ძლიერ ბუკეტს, ნაზ გემოს და უფრო ჰარმონიული ხდება. თუკი კრახუნასაგან დაყენებული ერთი წლის ღვინო შედარებით სიუხეშით გამოირჩევა, სათანადოდ მოვლის შემთხვევაში, 3-3,5 წლის კრახუნა მეტად სასიამოვნოა და ჰარმონიული.

 

X ციცქა

 

ციცქა ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული ვაზის სტანდარტული ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ნაზ თეთრ ღვინოს. ზემო და შუა იმერეთში მას იყენებენ, ძირითადად შამპანური ღვინის დასაყენებლად.

ციცქა გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში. მას დიდი ფართობი უჭირავს ზემო და შუა იმერეთში. ციცქა უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. იმერულ საწარმოო ვაზის ჯიშებს შორის ციცქას უდავოდ უპირველი ადგილი უჭირავს როგორც მოსავლიანობით, ისე პროდუქციის ხარისხითაც. განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი სუფრის თეთრი ღვინოები დგება შუა იმერეთში მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე მდებარე-სვირის, კვალითის, ფუთის, ილემის და მათ მეზობელ მიკრორაიონებში. ამ მიკრორაიონების ღვინოები გამჭვირვალე, მოყვითალო ჩალისფერია, ხასიათდება საკმაო სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ხოლო სიძველეში უფრო ნაზი, ჰარმონიული ხდება და ივითარებს ხილის ძლიერ ბუკეტს.

ზემო იმერეთში მდ. ჩხერიმელას და ძირულას ხეობის ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე ციცქა იძლევა გამჭვირვალე, ღიაჩალისფერ, საკმაო სხეულიან, ნაზ, ხალისიან ღვინოს კარგად გამოსახული ხილის არომატით. ღვინის მაღალმა თვისებებმა მოუპოვა ციცქას პირველობა შამპანურის წარმოებაშიც.

 

X ცოლიკოური

 

ცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს.

იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის შემაღლებულ ადგილებში (ჭიათურის და საჩხერის რაიონებში) ცოლიკოური ნაკლებად, მაგრამ სუფრის ღვინისათვის სავსებით საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. შუა და ქვემო იმერეთის რაიონებში ცოლიკოური უფრო მეტი რაოდენობით აგროვებს შაქარს და ღვინოც ამ რაიონებში უფრო სრული და ენერგიული დგება.

ცოლიკოური მაღალშაქრიანობასთან ერთად, სუფრის ღვინისათვის საკმაო რაოდენობით ინარჩუნებს სიმჟავეს, რაც იძლევა მაღალალკოჰოლიანი, სრული, ენერგიული, საკმაოდ ხალისიანი ღვინის მიღების საშუალებას, შაქრის უფრო ინტენსიური დაგროვება ხდება სექტემბერში, ვიდრე აგვისტოსა და ოქტომბერში.

 

X ოცხანური საფერე

 

ოცხანური საფერე საკმაოდ გავრცელებული იმერული ვაზის ჯიშია. იგი საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია და უფრო ხშირად საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის და ბაღდადის რაიონებში გვხვდება. იგი იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მას იყენებენ აგრეთვე სხვა წითელი და თეთრი ღვინის შესაფერად მათი წვენის ოცხანური საფერეს ჭაჭაზე დადუღებით.

აღსანიშნავია, რომ ისეთი საგვიანო ვაზი ჯიში, როგორიც ოცხანურია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ან ნოემბრის დასაწყისში მწიფდება, კარგად ვითარდება და ასწრებს მომწიფებას და იძლევა მეტად ინტენსიურად შეფერილ სრულ, ნაზ, კარგი მომავლის მქონე წითელ ღვინოს.

 

X ალადასტური

 

ალადასტური ფართოდ იყო გავრცელებული ქვემო იმერეთის ზონაში, სადაც მისგან ამზადებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკმაოდ კარგ სუფრის წითელ ღვინოს. სოკოვან ავადმყოფობათა და შემდეგ ფილოქსერის მავნე მოქმედების შედეგად ალადასტურის მაღლარები მასობრივად განადგურდა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით იგი უფრო მეტი რაოდენობით შემორჩა ქვემო იმერეთის რაიონებში. შუა იმერეთის რაიონებში ალადასტური ძირითადად წარმოდგენილია ღია მარნების დასაჩრდილებლად ან საკარმიდამო ნაკვეთებზე ხეივნების სახით ეზოების გასალამაზებლად.

ალადასტური 3-5 წლამდე უცვლელად ინარჩუნებს თავის დამახასიათებელ გემურ თვისებებს. ალადასტური თავისი სამეურნეო დანიშნულებით მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, რომელსაც პროდუქციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან ერთად ახასიათებს ღონიერი ზრდა-განვითარება, ეკოლოგიური პირობების მიმართ ადვილად შეგუების უნარი და უხვი მოსავლიანობა.

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.