info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
მითოლოგია

ქართულ კოსმოლოგიაში, მსოფლიო დაყოფილი იყო სამ დონედ. უმაღლესი დონე, დასახლებული იყო ღმერთებით, დაბალ დონეზე სახლობდნენ ყველა სახის დემონები, ხოლო საშუალო დონეზე იყო დედამიწა, მოკვდავ კაცთა სამყოფელი.

უძველეს დროში, საქართველოში და ასევე იმერეთშიც სჯეროდათ, რომ ღმერთები პანთეონში ცხოვრობდნენ და რომ, ისინი განაგებდნენ ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს. ქალღმერთი ბარბარე, პოპულარული იყო როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე იმერეთშიც, მას პირდაპირ აკავშირებდნენ კარგ მოსავალთან და ასევე ადამიანთა და ცხოველთა ნაყოფიერებასთან. იმერეთსა და ქვეყნის სხვა დასავლეთ მხარეებში, ასევე სჯეროდათ ბატონების, ბოროტი სულების, რომლებიც ავრცელებდნენ დაავადებებსა და შავ ჭირს ადამიანებს შორის. მათი წყალობა რომ დაემსახურებინათ, ადამიანები მათთვის მინდვრებსა და ბუჩქებში ტოვებდნენ საჩუქრებს, საკვებსა და ტკბილელს. კიდევ ერთი არსება, რომლისაც ძალიან სჯეროდათ იმერეთში, იყო ბოროტი დევი, მრავალთავიანი ურჩხული, რომელსაც შეეძლო მოკვეთილი თავი ისევ ხელახლა ამოსვლოდა. დევები მთებში ცხოვრობდნენ, სადაც თავიანთ განძს იცავდნენ.

ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით, ქალაქ წყალტბოსთან ახლოს, არის მღვიმე - პრომეთეს მღვიმე, რომელსაც ბერძნული მოთოლოგიის ღმერთის, პრომეთეს სახელი ქვია. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, პრომეთემ ღმერთებს მოპარა ცეცხლი და მისცა ის ადამიანებს. ამის გამო ის ზევსმა დასაჯა და მიაჯაჭვა კავკასიონის კლდოვან ქედზე. ზუსტად სად, არავინ იცის, ამიტომაც საქართველოში მრავალი ადგილია, რომელსაც პრომეთეს წამების ადგილად თვლიან.

ბერძენი პრომეთეს წინამორბედია გმირი ქართული მოთოლოგიიდან, ამირანი. იგი ნადირობის ქალღმერთ დალის ვაჟი იყო. მოკვდავი ადამიანის მიერ გაზრდილმა ამირანმა, შემთხვევით აღმოაჩინა თავისი ღვთაებრივი წარმოშობა. ამირანის შესახებ ლეგენდა, პრომეთეს შესახებ მითთან მრავალი მსგავსების მატარებელია.

ერთერთი ყველაზე პოპულარული ლეგენდა იმ მიწის შესახებ, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც იმერეთი, არის ლეგენდა ოქროს საწმისსა და არგონავტების ოგზაურობის შესახებ. ეს აიხსნება ამ მიწის ბუნებრივი სიმდიდრეებით, სადაც ძვირფასი მეტალი უხვად მოიპოვებოდა. კოლხეთი იყო უძველესი მიწა, რომელიც დღეისათვის იმერეთის ტერიტორიას მოიცავს. სწორედ ეს მიწა გახდა იასონისა და მის თანმხლებთა სამიზნე. ისინი გაემართნენ ოქროს საწმისის საძებნელად, რომელიც მითოლოგიურ ოქროსმატყლიან ვერძს, კრისომალოსს ეკუთვნოდა. იასონს უნდა მოეპოვებინა ოქროს საწმისი, რათა აღედგინა თავისი უფლება იოლკოსის ტახტზე, რომელიც მას მისმა ბიძამ პელიასმა წაართვა. მაგრამ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად და ტახტის უკან დასაბრუნებლად, იასონს რამოდენიმე დავალება უნდა შეესრულებინა და მრავალი დაბრკოლება გადაელახა. საბედნიეროდ, კოლხეთის მეფის ქალიშვილის, მოხიბლული და შეყვარებული, გრძნეული ქალის, მედეას, მნიშვნელოვანი დახმარებით, იასონმა წარმატებას მიაღწია და მოიპოვა ოქროს საწმისი. თვითონ ოქროს საწმისის წარმომავლობა, ლიტერატურული იქნება ის, თუ მეტაფორული, დაკავშირებულია ოქროს მოპოვების ადგილობრივ წესთან. ერთერთი ამ წესთაგანი იყო მდინარეში თვითნაბადი ოქროს დაჭერა: თავდაპირველად ცხვრის ტყავს დებდნენ მდინარეში, შემდეგ მას მზეზე აშრობდნენ. საბოლოოდ ტყავს ჯაგრისით ვარცხნიდნენ, რათა მოეცილებინათ მასზე მიკრული ოქროს ნამცეცები.

 

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.