info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ბუნება

ყველა, ვისაც ბუნება უყვარს, მოიხიბლება იმერეთის ბუნებით, რომელიც გვაკვირვებს თავისი მრავალფეროვნებით. იგი გვთავაზობს ლანდშაფტს სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან, დაწყებული კოლხეთის დაბლობის ფოთლოვანი ტყეებისა და ტროპიკული მცენარეებით, დამთავრებული ალპურ მდელოებამდე, რომლებიც მაღალ მთებში მდებარეობს. ეს მრავალფეროვნება განპირობებულია იმერეთის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, რომლის ყველაზე დაბალი ადგილი ზღვის დონიდან დაახლოებით 20 მეტრზეა, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი კი ზღვის დონიდან 2850 მეტრზე. ქუთაისიდან დაახლოებით ერთი საათის მგზავრობის მანძილზე, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ სალაშქროდ მთებში, დაისვენოთ მდინარის პირას, ესტუმროთ გამოქვაბულებს, ისეირნოთ კანიონის გასწვრივ, იცურაოთ ჩანჩქერის ქვეშ, ან მოდუნდეთ ბუნებრივი ცხელი წყლის აუზში.

ეჭვგარეშეა, რომ იმერეთის ერთერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი რესურსი არის წყალი: წყაროები, ნაკადულები და მდინარეები. ისინი აქ 6500-ზე მეტია და რადგანაც უმეტეს მათგანს აქვს სამკურნალო თვისებები, რეგიონში უამრავი გამაჯანსაღებელი კურორტია აშეებული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია წყალტუბო და საირმე. ზოგიერთი ცხელი წყლის აუზი (მაგ. თერჯოლა და ვანი) მდებარეობს გზის გასწვრივ და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ზაფხულობით, ადგილობრივი მოსახლეობა სიცხისგან თავის დასაღწევად ხშირად სტუმრობს სამ მდინარეს: წყალწითელას, ჭიშურას და ცხენისწყალს, რომლებიც ქუთაისთან ახლოს მდებარეობენ. ცხელ დღეს ღირს გადახვიდეთ მთავარი გზიდან და დაისვენოთ მწვანე მდელოზე და დატკბეთ გამაცოცხლებელი ცურვით ულამაზეს მდინარეებში. უფრო მეტიც, მათ, ვისაც უყვარს ადრელანის მოზღვავება, აუცილებლად უნდა სცადონ რაფტინგი მდინარე რიონზე, რეგიონის მთავარ მდინარეზე.

წყლის სიუხვემ და მთიანმა რელიეფმა გამოიწვია მრავალი ჩანჩქერის ფორმირება, რომლებიც ყოველ წუთას შეიძლება დაინახოთ იმერეთის გარშემო მოგზაურობისას. ერთერთი ყველაზე საინტერესო ბუნებრივი სანახაობა რეგიონში არის ჩანჩქერი სოფელ კინჩხაში, რომლის სიმაღლე 88 მეტრია და ერთერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია საქართველოში. მისკენ მიმავალ გზაზე, ღირს შეჩერდეთ სოფელ გორდში, რომ ფეხით გაისეირნოთ პლათფორმაზე, რომელიც აშენებულია შთამბეჭდავი ოკაცეს კანიონის გასწვრივ.

იმერეთის უდიდესი ნაწილი ტყეებით, წარაფებით, ჭალებითა და მდელოებითაა დაფარული. რეგიონში ორი დაცული ტერიტორიაა: აჯამეთის დაცული ტერიტორია, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორია, რომელიც ქუთაისიდან 10 კილოეტრის მანძილზეა განლაგებული. მისი მთლიანი ტერიტორია 504 ჰექტარზე მეტია. ის მოიცავს რამოდენიმე ბუნებრივ ნაკრძალს და 17 ბუნებრივ ძეგლს, მათ შორისაა სათაფლიის ბუნებრივი ნაკრძალი და პრომეთეს მღვიმის ბუნებრივი ძეგლი, რომლებიც ყიველწლიურად ტურსტების უზღვავ ნაკადს მასპინძლობს. აღსანიშნავია ასევე, რომ რეგიონში არის ასობით არა კომერციული მღვიმეც და ბევრი მათგანი ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოკვლეული. პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეების გარდა, ასევე შესაძლებელია ესტუმროთ სხვა მღვიმეებსაც, როგორებიცაა: ნავენახევი, ცუცხვათი და ძევრი.

მთები, იმერეთის ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თითქმის გამუდმებით ჩანს ყოველმხრივ რეგიონში მოგზაურობის დროს და საუკეთესო ხედებს ქმნის. ისინი გვაოცებენ ბუნების უეცარი ცვლილებით, უღრანი ტყეებიდან, დაუსრულებელ მდელოებამდე და უამრავი, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ბილიკი თავს გაგრძნობინებთ როგორც აღმომჩენელს. ექსპედიცია მთაზე, რომელის მდებარეობს ორი მუნიციპალიტეტის, ტყიბულისა და თერჯოლის საზღვარზე, გთავაზობთ არაჩვეულებრივ ხედებს კოლხეთის დაბლობზე, ხვამლის მთაზე, სვანეთისა და რაჭის მთების მწვერვალებზე, კავკასიონის მთათა სისტემაზე და შაორის ტბაზე, თავისი პატარა კუნძულებით. სამხრეთ საქართველოს მიმართულებით, ღირს იმგზავროთ ულამაზესი გზით, რომელსაც მცირე კავკასიონის მთებისაკენ მიყავხართ, ზეკარის უღელტეხილის გავლით, რომელიც ზღვის დონიდან 2226 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იმერეთის მთიანეთში ასევე არ მოიწყენენ სპორცმენებიც, რადგანაც ის საუკეთესოა ცხენოსნობისთვის, ლაშქრობისათვის, კლდეზე ცოცვისა და მთის ველო სპორტისათვის.

ულამაზესი ბუნება, ბევრ ადგილას ჯერ კიდევ ველური და აღმოუჩენელი, არის ერთერთი მიზეზი, იმისა თუ რატომ ხდება იმერეთი უფრო და უფრო პოპულარული თვითონ ქართველებს და ასევე საერთაშორისო ტურისტებს შორის. ეჭვ გარეშეა, ეს არის საუკეთესო ადგილი როგორც მათთვის ვისაც დასვენება და რელაქსაცია სურს, ასევე მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს.

 

ბუნების ფოტო გალერეა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.