info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ისტორია

ქუთაისი საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში მდებარეობს. მდინარე რიონის ორივე მხარეს გაშენებულ ქალაქს დიდი ისტორია გააჩნია. იგი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და ისტორიაში ქუთაისი „მინოსის ხანაშია“ (ძვ.წ.აღ XVII-XV საუკუნეშია) მოხსენიებული.შემდეგ სახელგანთქმულ „არგონავტიკაში“, რომელიც 3300 წლის წინანდელ ამბებს გვამცნობს ყველა ამბავი ქუთაისის გარშემო ტრიალებს.

VI საუკუნეში ეგრისის სახელმწიფოს ქალაქები ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის ომის ასპარეზად იქცა.

VIII საუკუნეში ქუთაისი იყო ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი.

X საუკუნეში მიმდინარეობდა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბაგრატ III (975-1014) 978 წელს ბაგრატ III-მ სამეფო ტახტი ქუთაისში დადგა. აქ აღაშენა უმშვენიერესი ტაძარი, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. 124 წელი (978-1122) ქუთაისი იყო გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი. XV საუკუნეში როცა ერთიანი საქართველო დაიშალა, ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა.

ქუთაისი თავისი კულტურით, ისტორიითა და ეკონომიკით გამორჩეული ქალაქია .აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პოეტები, მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, ენათმეცნიერები, მხატვრები, მსოფლიო დონის ოპერის მომღერლები, მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები.

ქუთაისში არის 100-ზე მეტი წლის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრი ასევე ოპერა და თოჯინების თეატრი. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო უმაღლესი სასწავლებლები, სამხატვრო გალერეა და მუზეუმები.

ქუთაისელები გამოირჩევიან თავისი სტუმართმოყვარეობით, თავაზიანობით, მახვილსიტყვაობით და უგემრიელესი ნახელავით.

ქუთაისში შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი სიმღერები „სულიკო“ „ციცინათელა“. სპორტული ტრადიციების ქალაქში აღიზარდნენ ჭადრაკის მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი მაი ჩიბურდანიძე, კალათბურთის და ფეხბურთის ცნობილი სპორტსმენები.

„ბაგრატის ტაძრიდან ყველა მხრივ იშლება არაჩვეულებრივი ხედი. მშვენივრად მოჩანს „ხვამლის“ ულამაზესი მთა, მდინარე რიონის ხეობა და კოლხეთის დაბლობი. ქალაქის სიძველეს შეერწყა თანამედროვე შენობა ნაგებობები და კულტურული ძეგლები.

 

ქუთაისის ფოტოები

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.