info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
იმერული სამზარეულო


იმერული ხაჭაპური ხაჭაპური შამფურზე ლობიანი ხინკალი
უბრალოდ ყველით დატენილი მრგვალი პურია. მისი განსაკუთრებულად სპაციფიკური გემო, გამომდინარეობს ტიპიური იმერული ყველისაგან, რომელსაც მის დასამზადებლად იყენებენ. ეს უჩვეულო ფორმის, უგემრიელესი ხაჭაპური, ძალიან პოპულარულია იმერეთის მხარეში. იგი მარტივად შამფურზე წამოცმული სულგუნია, გახვეული ცომში. ხაჭაპურის მსგავსია, თუმცა მასში ყველის ნაცვლად ლობიოა ჩადებული. ცომის გუნდა, რომელშიდაც სანელებლებით, მწვანილითა და ნივრით შეზავებული ხორცია მოთავსებული. ხორცის ნაცვლად, მასში ასევე შეიძლება სართავად გამოყენებული იქნას სოკო, კარტოფილი ან ყველი. ეს კიდევ ერთი კერძია, რომელიც ასევე შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ ქართულ ნაციონალურ კერძად.
ლობიო მჭადი ფხალი ბადრიჯანი და წიწაკა ნიგვზით
იგი ძალიან პოპულარული კერძია და მისი მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ლობიოს მარცვლები ან მოხარშულია, ან მოშუშული და შეზავებულია ქინძით, ნიგვზით, ნიორითა და ხახვით. იგი სიმინდის ფქვილისაგან მოზელილი და გამომცხვარი პატარა გუნდაა. ძალიან ხშირად მას ლობიოსთან ერთად მიიტანენ ხოლმე. ერთერთი ყველაზე პოპულარული კერძია იმერულ სამზარეულოში. იგი ძირითადად დანაყილი ნიგვზით მზადდება, ძმართან და სხვადასხვა სანელებლებთან, ხახვთან, ნიორთან, სუნელებთან, მწვანილთან და დაქუცმაცებულ ბოსტნეულთან ერთად. ფხალი შეიძლება მომზადდეს სხვადასხვა ბოსტნეულისაგან, როგორიცაა მაგ.: კომბოსტო, სტაფილო, ბადრიჯანი, ისპანახი, მწვანე ლობიო ან ჭარხალი. ეს ბოსტნეულისა და ნიგვზის მეორე გემრიელი კომბინაციაა. სართავი მზადდება ნიგვზის, ხახვის, ნიორის, მწვანილის, სანელებლებისა და ძმრისაგან. სართავს ტენიან ტკბილ წიწაკასა და ბადრიჯანში.
კიტრისა და პომიდვრის სალათი ნიგვზის სოუსით ქათმის საცივი ჩახოხბილი მწვადი
ეს ძალიან მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძია. ბოსტნეული შკმაზულია ოხრახუშით, რეჰანით, მწვანე ხახვით ან ხახვით და ნიგვზის სოუსით. ეს არის კერძი, რომელიც მომზადებულია მოხარშული ქათმის ხორცის ნაჭრებით და ნიგვზის სოუსით. ცხარე სანელებლებიანი კერძია, რომელიც მომზადებულია ტარხუნიანი საქონლის ხორცის ბულიონითა და მოშუშული ქათმის ხორცით, მწვანილთან ერთად. ძირითადად მზადდება ხბოს ხორცისაგან და სუფრაზე მიაქვთ ხახვთან ერთად.
ხარჩო სულგუნი იმერული ყველი ბოსტნეულის მწნილი
საქონლის ხორცისაგან მომზადებული სუფია, ბრინჯით, ტყემლის პიურეთი და დანაყილი ნიგვზით. ქართული სამზარეულო არ არსებობს ყველის გარეშე, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული ინგრედიანტია ბევრი სხვა კერძისათვის. ერთერთი ყველაზე პოპულარულია მოხარშული ყველი - სულგუნი. თქვენ მას იპოვით ყველგან საქართველოში, თუმცა წარმოშობით იგი იმერულია. იგი ხაჭოსებური ყველია და მზადდება ძროხის რძისაგან. სწრაგად მწიფდება, ერთ ან ორ დღეში. რბილია და მარილიანი, მოჟავო გემოთი. ქართველები ბოსტნეულის მწნილის ოსტატები არიან. ადგილობრივ ბაზრებში შეგიძლიათ იხილოთ დამწნილებული კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ნიორი - უბრალოდ ყველაფერი. მწნილი, ტიპიური ქრთული სუფრის საუკეთესო დამატებაა.
ტყემალი ჩურჩხელა
ყველაზე პოპულარული ქართული მჟავე სოუსია, რომელიც ტყემლისაგან მზადდება. მასში ასევე შედის ნიორი, ქინძი, ცერეცო, ცხარე წიწაკა და მარილი. ტრადიციული ქართული ტკბილეული, რომელსაც სოსისის ფორმა აქვს. სხვადასხვა სახის თხილი ან ნიგოზი ძაფზეა აცმული, ამოვლებულია ყურძნის ან სხვადასხვა ხილის წვენის ფაფაში და გამშრალია.
 

იმერული სამზარეულო

ფერადოვანი ქართული კერძები, მომზადებული მდიდარი, არომატული სანელებლებითა და მწვანილით, კერძების მოყვარულთა და გურმანთა ყურადღებას იპყრობს. მათი გემო დიდი ხნით რჩება მეხსიერებაში. იმაზე კამათიც კი ზედმეტია, რომ საქართველოს ერთერთი ყველაზე დიდი მიმზიდველობა სწორედ მისი სამზარეულოა. ის კარგადაა დიფერენცირებული და გვთავაზობს ხორცისა და თევზის კერძების ფართო ნაირსახეობას, უამრავ სხვადასხვა ბოსტნეულისა და ვეგეტარიანულ კერძებთან ერთად. ამიტომაც ნებისმიერი ადამიანი იპოვის აქ თავისთვის კარგ და გემრიელ კერძს. ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზების გადაკვეთაზე. საუუკუნეების მანძილზე, ვაჭრები, რომლებიც კონტინენტიდან კონტინენტზე მოგზაურობდნენ, თავიანთ საქონელს საქართველოშიც ყიდნენ. შედეგად, ქართულ სამზარეულოში თქვენ იპოვით უამრავი სხვადასხვა ქვეყნის გავლენას: თურქულს, ირანულს, რუსულს, ჩინურს, ინდურს, სომხურს და სხვ.

იმერული სამზარეულო, მიჩნეულია ქვეყანაში ერთერთ საუკეთესოდ, თვითონ ქართველების მიერ. ქუთაისი ერთერთი იმ ქალაქთაგანია, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. შედეგად იმერეთმა განავითარა თავისი საკუთარი კულინარიული ტრადიციები. კერძების უმეტესობა თითქმის იგივეა, რაც საქართველოს სხვა მხარეებში, მაგრამ მათი მომზადების წესი და სანელებლები, რომლებსაც კერძებს უმატებენ, აძლევს მათ უნიკალურ და დაუვიწყარ არომატსა და სურნელს.

უამრავ გემრიელ კერძს შორის, არის ზოგოერთი, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს და დააგემოვნოს, ამ ულამაზეს მხარეში სტუმრობისას...

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.