(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.464
EUR3.0007
ქუთაისი
4 ახალი მიმართულება ევროპის მიმართულებით
პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017 01:20

2018 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაინიშნება ახალი ფრენები ევროპის შემდეგი ქალაქების მიმართულებით: პრაღა, რომი, პარიზი და ბარსელონა!

დაწვრილებით...
ახალი რეისი. ქუთაისი-ვროცლავი
შაბათი, 09 სექტემბერი 2017 01:20

კარგი ამბავი მოგზაურობის ყველა მოყვარულთათვის - 2018 წლის აპრილიდან ავიაზახები WizzAir ხსნის ახალ ფრენებს პოლონეთში, უკრე არსებულ ორ მიმართულებას: ქუთაისი-ვარშავა, ქუთაისი-კატოვიცე, მომავალი წლის 31 მარტიდან დაემატება კიდევ ერთი პირდაპირი რეისი: ქუთაისი-ვროცლავი. ფრენები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია WizzAir-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://wizzair.com/

დაწვრილებით...
ზეკარის უღელტეხილი
შაბათი, 19 აგვისტო 2017 01:20

გუშინ ჩვენს მეგობრებთან ერთად გავემგზავრეთ ზეკარის უღელტეხილზე, რათა გაგვეცნო ძალიან კარგი ადამიანები - ბაღდათელი ბიჭები, რომლებიც ძალიან საინტერესო ტურისტულ მომსახურებას ეწევიან - კერძოდ სთავაზობენ ნამდვილ ქეიფს მთაში, ზეკარის ალპურ ზონაში. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეგვეძლო, წავიყვანეთ ჩვენი მეგობრები და ვეწვიეთ ნისლში დაბურულ ზეკარს.

დაწვრილებით...
"იდეები და საინვესტიციო პროექტები" - სიახლეები ქუთაისში
ორშაბათი, 10 ივლისი 2017 01:20

როგორც გახსოვთ, 17 ივნისს ქუთაისში გაიმართა ეროვნული ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტურიზმის განვითარების სფეროში საუკეთესო იდეების ამორჩევას. კონფერენციის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჩვენც გახლდით Pro Motion Georgia - პრო მოციონ ჯორჯიას სახით, დღეს კი გვინდა წარმოგიდგინოთ იდეა, რომელიც შთაგონებულია კონფერენციის კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრით.

დაწვრილებით...
საფეხმავლო ბილიკი ქუთაისში
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 01:20

ქუთაისი არის ადგილი, რომელიც გვთავაზობს უამრავ ღირსშესანიშნაობას და ტურისტულ ატრაქციას, იქნება ეს UNESCO-ს ფონდში შეტანილი ისტორიული ობიექტები, თუ ძველ ქალაქში მდებარე უამრავი მყუდრო კაფე და რესტორანი. თუმცა ჩვენ გვინდა შემოგთავაზათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული - ეს არის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც იწყება გაპონოვის ქუჩიდან და მიყვება რიონის გასწვრივ.

დაწვრილებით...
ახალი ტურისტული ბროშურა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 01:20

სასიამოვნო სიახლეები გვაქვს! ICAD Foundation-ის და Pro Motion Georgia - პრო მოციონ ჯორჯიას პროექტის ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონური დახმარების (Polish Aid) მხარდაჭერით, გამოიცა ახალი ტურისტული ბროშურა, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას ეძღვნება. წიგნში აღწერილია იმერეთის რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირშესანიშნაობები და ონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი.

დაწვრილებით...
ორშაბათის ტური
კვირა, 20 აგვისტო 2017 01:20

დღეს თქვენთვის მოვამზადეთ უმაგრესი გეგმა ორშაბათი დღისთვის. ორშაბათი ეს ის დღეა, როდესაც ისეთი ცნობილი ტურისტული ატრაქციები, როგორიაა პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, მუზეუმების უმეტესობა და ა.შ. დაკეტილია ვიზიტორთათვის. მაგრამ ნუ მოიწყენთ, თუკი ორშაბათს ქუთაისში მოხვდებით, გთავაზობთ ჩვენს ერთდღიან ტურს ბაღდათის რაიონში, სადაც მოვინახულებთ ზეკარის უღელტეხილს

დაწვრილებით...
ხანის საფეხმავლო ბილიკი
კვირა, 23 ივლისი 2017 01:20

ხანი - აქ დრო არ იძვრის სოფელი ხანი - ულამაზესი სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონში. საფეხმავლო ბილიკი, რომელიც სოფლიდან იწყება და მდიnარე ხანის კალაპოტს მიუყვება, ულამაზესია და ხელუხლებელ მწვანეში ჩაფლული ეს ბუნება თავისი ჩანჩქერებით სამუდამოდ ჩაიბეჭდება ნებისმიერი მნახველის მეხსიერებაში.

დაწვრილებით...
ოკაცეს კანიონზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 01:20

საქართველო დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს ოკაცის კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის. სოფელი კინჩხა, სადაც ოკაცეს ჩანჩქერის ნახვა შეგიძლიათ, ქუთაისიდან 50 კმ-ითაა დაშორებული და იმერეთის რეგიონის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

დაწვრილებით...
ქუთაისის ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
სამშაბათი, 09 მაისი 2017 01:20

დღეს ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი საინფორმაციო ცენტრი საქართველოში. აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ტურისტული ინფორმაცია და რუკები მთელი საქართველოს შესახებ. მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ. N 9

დაწვრილებით...

<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>
გვერდი 1, სულ 2

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.