(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.6984
EUR3.0246
ქუთაისი
საფეხმავლო ბილიკი ქუთაისში
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 01:20

ქუთაისი არის ადგილი, რომელიც გვთავაზობს უამრავ ღირსშესანიშნაობას და ტურისტულ ატრაქციას, იქნება ეს UNESCO-ს ფონდში შეტანილი ისტორიული ობიექტები, თუ ძველ ქალაქში მდებარე უამრავი მყუდრო კაფე და რესტორანი. თუმცა ჩვენ გვინდა შემოგთავაზათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული - ეს არის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც იწყება გაპონოვის ქუჩიდან და მიყვება რიონის გასწვრივ.

გაპონოვის ქუჩა ცნობილია, როგორ ქუთაისის ებრაული უბანი, სწორედ აქ მდებარეობს სინაგოგაც. ბილიკი გრძელდება მწვანეყვავილას ქუჩამდე, მიუყვება რიონის სანაპიროს გუმათ ჰესამდე, ხოლო ჰესთან მდებარე ხიდით შესაძლებელია გადავიდეთ რიონის მეორე მხარეს, ავუყვეთ მდინარეს და დავბრუნდეთ ქალაქაში. გზად გავივლით ჭომას, ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს უბანს, სადაც მდებარეობს გამორჩეული თავისი სილამაზით ბოტანიკური ბაღი. ტრასა ჯერ არაა დატანილი არც ერთ რუკაზე, მაგრამ ჩვენი დახმარებით ის უფრო და უფრო განვითარდება და პოპულარული გახდება.

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.