კვირა, 23 ივლისი 2017 01:20 |

ხანი - აქ დრო არ იძვრის სოფელი ხანი - ულამაზესი სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონში. საფეხმავლო ბილიკი, რომელიც სოფლიდან იწყება და მდიnარე ხანის კალაპოტს მიუყვება, ულამაზესია და ხელუხლებელ მწვანეში ჩაფლული ეს ბუნება თავისი ჩანჩქერებით სამუდამოდ ჩაიბეჭდება ნებისმიერი მნახველის მეხსიერებაში.
ხანში ვიყავით ჩვენს სტუმრებთან ერთად ადგილობრივი გიდის თანხლებით და დავიშოკეთ, ზოგადად ასე ხდება ყოველი ასვლისას. გაშტერებული და პირდაღებულები ვუყურებდით ამ სილამაზეს. ინფო ტურმა ანშლაგით ჩაიარა. ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გთავაზობთ ყველას ფანტასტიურ არაკომერციულ ტურს „ხანის ჩანჩქერები“. ტურები გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე, ჯგუფში მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა 6, ხოლო მაქსიმალური 12-ია. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
|