(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.4669
EUR3.0321
ქუთაისი
ორშაბათის ტური
კვირა, 20 აგვისტო 2017 01:20

დღეს თქვენთვის მოვამზადეთ უმაგრესი გეგმა ორშაბათი დღისთვის. ორშაბათი ეს ის დღეა, როდესაც ისეთი ცნობილი ტურისტული ატრაქციები, როგორიაა პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, მუზეუმების უმეტესობა და ა.შ. დაკეტილია ვიზიტორთათვის. მაგრამ ნუ მოიწყენთ, თუკი ორშაბათს ქუთაისში მოხვდებით, გთავაზობთ ჩვენს ერთდღიან ტურს ბაღდათის რაიონში, სადაც მოვინახულებთ ზეკარის უღელტეხილს

ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს და გავსინჯავთ ნამდვილ იმერულ ღვინოს.

ბაღდათი რაიონის ერთ-ერთი უდაო მარგალიტია ზეკარის უღელტეხილი. ზეკარი ორი რეგიონის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის საზღვარზე მდებარეობს 2226 მ-ზე. დაგვერწმუნეთ, ზეკარის უღელტეხილის კავკასიონის საოცარი ხედები არ დაგტოვებთ გულგრილს. ზეკარამდე გზად გავივლით კურორტ საირმეს, რომელიც განსაკუთრებული ჯანსაღი ჰავით და მინერალური წყლებითაა ცნობილი. ქალაქ ბაღდათში ვეწვევით ცნობილი რუსი პოეტის, ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს, ხოლო ამ იდეალური დღის იდეალური დასასრული იქნება სტუმრობა მეღვინე გაიოზ სოფრომაძის ოჯახში. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთი უიშვიათესი ღვინოებით არის ცნობილი მთელს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, იმერეთის რეგიონში ძალიან ბევრი მეღვინეა, რომლებიც ძირძველი ტრადიციების დაცვით ამზადებენ უნიკალურ იმერულ ღვინოს. ერთ-ერთი ასეთი მეღვინე ბატონი გაიოზია, რომელიც ჩვენი პროექტის მონაწილე და პარტნიორია. მის სახლში და მარანში სტუმრობა დაუვიწყარია ნებისმიერი ადამიანისთვუს, მისი ღვინო კი მთელს ქვეყანაშია ცნობილი.

ბატონ გაიოზთან თქვენ მისი არაჩვეულებრივ ცოლიკაურსა და ოცხანურ საფერესა და სახლში დამზადებულ კერძებს: ხაჭაპური, მწვადი და სალათს დააგემოვნებთ - და ეს ყველაფერი ულამაზესი ბუნების წიაღში, მდინარეში ჩადგმული მაგიდა და სკამებიც არ იქნება პრობლემა.

ასეთი ორშაბათის გასაპიარებლად გთავაზობთ ტურს ყოველ ორშაბათს, გასვლა ქუთაისის მთავალი მოედნიდან დილის 9-ზე. ბატონ გაიოზთან სტუმრობა - 25 ლარი კაცზე, საწვავის ხარჯი - დაახლოებით 35 ლარამდე, ჯგუფში ტურისტების მინიმალური რაოდენობა - 5 კაცი.დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.