შაბათი, 19 აგვისტო 2017 01:20 |

გუშინ ჩვენს მეგობრებთან ერთად გავემგზავრეთ ზეკარის უღელტეხილზე, რათა გაგვეცნო ძალიან კარგი ადამიანები - ბაღდათელი ბიჭები, რომლებიც ძალიან საინტერესო ტურისტულ მომსახურებას ეწევიან - კერძოდ სთავაზობენ ნამდვილ ქეიფს მთაში, ზეკარის ალპურ ზონაში. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეგვეძლო, წავიყვანეთ ჩვენი მეგობრები და ვეწვიეთ ნისლში დაბურულ ზეკარს.
გაგვიმასპინძლდენ ადგილზე მომზადებული მწვადით, იქვე გამოყვანილი უგემრიელესი სულგუნით, არც კურდღელი დაკლებია სუფრაზე. ძალიან ვისიამოვნეთ, ძალიან მოგვეწონა და აუცილებლად დიდ რეკომენდაციებს გავუწევთ ბიჭებს. უგემრიელესი ქართული კერძების გარდა, ბიჭებს ცხენებიც ჰყავთ, რომლის დაქირავებაც არის შესაძლებელი.
|