(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.4573
EUR2.8414
ქუთაისი
ჩვენი პროექტის გაგრძელება 2016 წელს
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016 01:20

გვსურს მადლობა გადავუხადოთ პოლონეთს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "პოლიშ ეიდს", რადგან ბოლო რამდენიმე წელია ისინი მხარ უჭერენ ჩვენს საქმიანობებს რეგიონალური ტურიზმის განვითარების საქმეში. პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით მომდევნო თვეებში ფონდი "ICAD" "პრო მოუშენ ჯორჯიასთან" ერთად, თქვენვის აღმოაჩენენ არამარტო იმერეთის რეგიონს, არამედ მარტვილს

(სამეგრელოს რეგიონი) და ონს (რაჭის რეგიონი). მიმდინარე წელს, ადგილობრივ მთავრობებთან ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ გაჩვენებთ საუცარ ბუნებას და ულამაზეს ადგილებს, გაგიძღვებით ახალ, საინტერესო მარშრუტებზე, შეგახვედრებთ ოჯახებს, რომლებიც მზად არიან გიმასპინძლონ, გაგაცნობთ ადგილობრიც სამზარეულოს, კულტურასა და ტრადიციებს. პროექტის მიმდინარეობისას შესაძლებლობა გექნებათ შემოუერთდეთ ერთ-ერთ ჩვენს რეგიონალურ ტურს, ესტუმრებით ერთ-ერთ ჩვენს მასპინძელ ოჯახს და შეხვდებით ჩვენს მიერ გადამზადებულ ახალგაზრდა გიდებს, რომლებიც გაგიძღვებიან ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებულ ტურზე. აქ ჩვენ მუდმივად მოგაწვდით განახლებს ჩვენი საქმიანობების შესახებ, შეგატყობინებთ უახლოეს ამბებს თითოეული რეგიონიდან და გაგაცნობთ საინტერესო ტურისტულ ადგილებს. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ ჩვენს მიერ მომზადებული მასალები და ჩვენ ერთად შევძლებთ არამარტო გავზარდოთ რეგიონების ტურისტული პოტენციალი, არამედ ამავე დროს პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით, დავეხმაროთ მათ.

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.