(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.6682
EUR3.0324
ქუთაისი
ახალგაზრდები შიდა ტურიზმის განვითარებისათვის
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 01:20

2016 წლის 3 - 4 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარება და მენეჯმენტი. ტრენინგს უძღვებოდა პოლონეთიდან სპეციალურად მოწვეული ტურიზმის ექსპერტი, ვოიტეკ მანია, რომელიც მუშაობს ქ. პოზნანის ადგილობრივი ტურიზმის ორგანიზაციაში. ის ხელმძღვანელობს კულტურული ტურიზმის განვითარებას.

პირველ დღეს განხილული იქნა შემდეგი საკითხები, როგორიცაა ადგილობრივ მთავრობასა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობა, პროფესიონალური ტურისტული გიდის სერვისების შეთავაზება. დღის დასასრულს კონსტანტინე ნაჭყებიამ შეკრებილ საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გააცნო, პროექტები რომელიც ხორციელდება ფონდ ICAD და "პრო მოუშენ ჯორჯიას" მიერ. მეორე დღის თემა ეხებოდა ინტერნეტ ტურიზმის პრომოუშენს. კერძოდ, სოციალური მედია და მომხიბვლელი დიზაინის მქონე ტურისტული პაკეტების შექმნა. ტრენინგის მსვლელობის დროს განხილულ იქნა ქ. ქუთაისის ტურისტული ლოგო, რომლის არჩევის პროცესშიც არის ქ. ქუთაისის ტურიზმის განყოფილება (www.kutaisi.travel ). კონფერენციას ესწრებოდა თითქმის 100 ადამიანი. მათ შორის იყვნენ, სტუდენტები, უნივერსიტეტის და ადგილობრივი თვითმართველობის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. განხილვის პროცესში წარმოშობილმა კითხვებმა უფრო მეტად აშკარა გახადა ტურიზმის მნიშვნელობა და საჭიროება ქალაქისა და მთლიანად რეგიონისთვის. აღნიშნული კონფერენცია განხორციელდა ფონდ ICAD Foundation-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Pro Motion Georgia - პრო მოციონ ჯორჯია-ს მიერ, Polish aid - ის ხელშეწყობით. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ქ. ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობას, ქ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და რესტორან პალატს. მათი მხარდაჭერის გარეშე, კონფერენცია ასე წარმატებულად ვერ ჩაივლიდა.

 

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.