(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.6682
EUR3.0324
ქუთაისი
რეგიონალური კონფერენცია ქუთაისში
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 01:20

დღეს, ქ. ქუთაისში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია „ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა სამეგრელოსა და რაჭის რეგიონებში, რეგიონალური ტურიზმისთვის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იმერეთის რეგიონთან“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო სამი რეგიონის ონის, მარტვილის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მიერ. კონფერენციას ესწრებოდა ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია პროექტში:

ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლები, რეგიონალური ასისტენტები, ექსპერტები, ადგილობრივი მედია, ICAD ფონდისა და პრო მოუშენ ჯორჯიას ორგანიზაციის წარმომადგენლები. ქუთაისის, ონის და მარტვილის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა კონფერენციაზე იმსჯელეს ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე თითოეულ რეგიონში და იმ ინიციატივებზე, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი მთავრობის მიერ, იმისათვის რომ გამოევლინათ არსებული ტურისტული პოტენციალი. კონფერენციას ასევე ესწრებოდა, 2015 წელს პროექტში მონაწილე სოფლებში არსებული ოჯახების წარმომადგენლები. ICAD ფონდი და პრო მოუშენ ჯორჯია მადლობას უხდის ყველა პირს , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციის წარმართვაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და წარმატებული. ასევე, გსურს მადლობა გადავუხადოთ ბარ-რესტორან „პალატის“ ხელმძღვანელს, რადგან ნება დაგვრთო, რომ გაგვემართა კონფერენცია ლამაზ ინტერიერში ქალაქის ცენტრში.

 

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.