(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.4573
EUR2.8414
ქუთაისი
ქუთაისში ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 01:20

ქუთაისში მსოფლიო რეკორდსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ოლიმპიურ ბაღში მეშვიდე ვარსკვლავი რიო დეჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ოქროს მედალოსანს ეკუთვნის. ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინიატრაციას ეკუთვნის. ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ოლიმპიური ჩემპიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ, ქუთაისის მერიამ და სხვადასხვა ორგანიზაციებმა ოლიმპიურ ჩემპიონს საჩუქრები გადასცეს.

 

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.