(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.4787
EUR3.0243
ქუთაისი
"იდეები და საინვესტიციო პროექტები" - სიახლეები ქუთაისში
ორშაბათი, 10 ივლისი 2017 01:20

როგორც გახსოვთ, 17 ივნისს ქუთაისში გაიმართა ეროვნული ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტურიზმის განვითარების სფეროში საუკეთესო იდეების ამორჩევას. კონფერენციის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჩვენც გახლდით Pro Motion Georgia - პრო მოციონ ჯორჯიას სახით, დღეს კი გვინდა წარმოგიდგინოთ იდეა, რომელიც შთაგონებულია კონფერენციის კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრით.

ნამუშევარი ეხება ფრანგი ვაჭრების, ე.წ. ნეგოციანტების მუზეუმის გახსნას ქუთაისში. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის. დღესდღეობით, როდესაც საქართველო უფროდაუფრო უახლოვდება ევროპას, რაზეც მიუთითევს ახალი ავიარეისების გახსნას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ქუთაისის მიმართულებით, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ასეთი ტიპის ახალი ტურისტული ატრაქცია დიდი დაინტერესებას გამოიწვევს. ჩვენც გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროექტის რეალიზებაში. პროექტი უამრავ იდეას ბადებს, მაგ. - წარმოიდგინეთ კაფე-მუზეუმი, სადაც უგემრიელესი ყავის გარდა, შეგიძლიათ გაიგოთ მეტი XX ს. საქართველოს და ქუთაისის ისტორიის შესახებ, დაათვალიეროთ ძველი რუკები და გაეცნოთ ფრანგი მოგზაურების მემუარებს. Pro Motion Georgia - პრო მოციონ ჯორჯია დიდი დაინტერესებით ელის ნებისმიერ სხვა იდეასაც. ვეძებთ პანტრიორებს, ვინც დაინტერესებულია ამ თემაზე არსებული მასალების შესწალაში, შესაძლებელია ასევე ინფორმაციული ბროშურის შექმნა. შეგვიძლია შევითავსოთ შუამავლის როლილების შესწავლა პროექტის განხორციელების პროცესში, ასევე ვიმუშაოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტის არაკომერციული განხორციელებისთვის. ახლა კი წარმოგიდგენთ გამარჯვებულ ნამუშევარს

 

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.