(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.4669
EUR3.0321
ქუთაისი
ახალი რეისი. ქუთაისი-ვროცლავი
შაბათი, 09 სექტემბერი 2017 01:20

კარგი ამბავი მოგზაურობის ყველა მოყვარულთათვის - 2018 წლის აპრილიდან ავიაზახები WizzAir ხსნის ახალ ფრენებს პოლონეთში, უკრე არსებულ ორ მიმართულებას: ქუთაისი-ვარშავა, ქუთაისი-კატოვიცე, მომავალი წლის 31 მარტიდან დაემატება კიდევ ერთი პირდაპირი რეისი: ქუთაისი-ვროცლავი. ფრენები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია WizzAir-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://wizzair.com/

ქალაქი ვროცლავი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ცენტრადაა ქცეული. მოდით გავეცნოთ ვროცლავის ყველაზე ატრაქციულ და საინტერესო ადგილებს:

  1. ოსტროვ ტუმსკი (Ostrów Tumski) - ქალაქის უძველესი ნაწილი, აქ დაცულია პოლონურ ენაზე შესრულებული პირველი წარწერა, რომელიც განეკუთვნება XII-XIV საუკუნეს და შეტანილია UNESCO-ს კულტურული მემკვდირეობის ნუსხაში.
  2. რინეკი (Rynek) - ძველი ქალაქის მთავარი მოედანი, ვროცლავის გული.ა მოედნის ცენტრში აღმართულია ქალაქის რატუშა, რომელიც წარმოადგენს რენესანსის და გოთური სტილის უნიკალურ ნაგებობას.
  3. ოთხი აღსარების უბანი (Dzielnica Czterech Wyznań) - ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილი, სადაც შეგიძლიათ ეწვიოთ 4 სხვადასხვა რელიგიის ტაძრებს: მართმადიდებლურ, რომაულ-კათოლიკურ, ევანგელურ ეკლესიებს და სინაგოგას.
  4. სამეფო სასახლე და ბაროკოს სტილის ბაღი (Pałac Królewski) - თანამედროვე ისტორიის მუზეუმი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის ისტორიას "1000 წლის ვროცლავის" გამოფენაზე.
  5. ვროცლავის უნივერსიტეტის მთავარი შენობა (Uniwersytet Wrocławski) - ბაროკოს სტილში აშენებული სასწავლებელი, რომელიც დაფუნძნებული იყო 300 წლის წინ. განსაკუთრებით საინტერესოა კამპუსის ობსერვატორია, სადაც XVI საუკუნის ასტროლაბი და ცის გლობუსია შენახული.
  6. რაცლავის პანორამა (Panorama Racławicka) - ეს არის იან სტიკის და ვოიჩეხ კოსსაკის 15 x 114მ ზომის ნაშრომი, რომელიც ასახავს პოლონეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას რუსეთის იმპრერიასთან, სახელად რაცლავის ბრძოლა.
  7. ჰიდროპოლისი (Hydropolis) - ეკოლოგიური განათლებაში ცენტრი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ობიექტია. ცენტრში შეგიძლიათ დაათვალიეროთ 70-მდე ინტერაქტიული მოწყობილობა და მულტიმედიური დანადგარი.
  8. საუკუნოვანი დარბაზი (Hala Stulecia) - XX საუკუნის არქიტექტურის უმნიშვნელონესი ძეგლი. დარბაზში მოქმედი მულტიმედიური ექსპოზიციის დახმარებით შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ამ უნიკალური ნაგებობის შესახებ, რომელიც 2006 წლიდან UNESCO-ს ფონდშია შეტანილი.
  9. შჩიტნიცკის პარკი (Park Szczytnicki) - ქალაქში ყველაზე დიდი პარკი, რომელიც დაფუძნებული იყო 1785 წელს, თავდაპირველად როგორც კერძო ბაღი, ხოლო შემდეგ მიეცა საჯარო პარკის სტატუსი./li>
  10. ვროცლავის ზოოპარკი (Wrocław Zoo) - დღესდღეობით პოლონეთში არსებული ყველაზე ძველი და დიდი ზოოპარკია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://visitwroclaw.eu

ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვეპატიჟებით ვროცლაველებს და არა მარტო ვროცლაველებს, ჩვენი ქალაქის და მის სიახლოვეს მდებარე ღირშენაშნაობების და ბუნების ძეგლების დასათვალიერებლად. ქუთაისი და მისი ადგილმდებაორება მოგცემთ საშუალებას არაჩვეულებრივად გაატაროთ დრო. ქუთაისში ყოფნისას აუცილებელი სანახავი პუქტებია:

  1. ბაგრატის ტაძარი
  2. გელათის მონასტერი
  3. მოწამეთა
  4. პრომეთეს მღვიმე
  5. სათაფლიის მღვიმე
  6. ქალაქის მთავარი მოედანი და კოლხეთის შადრევანი
  7. ძველი ქალაქი
  8. კინჩხას წყალვარდნილი და ოკაცეს კანიონი
  9. ქუთაისის ისტორიული მუზეუმი
  10. ზეკარის უღელტეხილი

ამას გარდა ქუთაისში გელოდებათ უამრავი რესტორანი, ასევე ღვინის ბარები და მარნები, სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ ქართული სუფრის უგემრიელესი კერძები, გაეცნოთ ქართულ კულინარიას, ხოლო ჩვენი მეგობარი მეღვინეების დახმარებით შეიტყობთ მეტს ქართული ღვინის ტრადიციის შესახებ და დააგემოვნებთ უნიკალურ ქართულ ღვინოებს. გეპატიჟებით ქუთაისში! :)

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://visitkutaisi.com/ ვებ გვერდი გაკეთდა ICAD Foundation, Pro Motion Georgia - პრო მოციონ ჯორჯია და ორგაზაცია 'Polish Aid" https://www.polskapomoc.gov.pl/ მიერ.

 

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.