(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.7166
EUR3.0602
ქუთაისი
ახალი ტურისტული ბროშურა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 01:20

სასიამოვნო სიახლეები გვაქვს! ICAD Foundation-ის და Pro Motion Georgia - პრო მოციონ ჯორჯიას პროექტის ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონური დახმარების (Polish Aid) მხარდაჭერით, გამოიცა ახალი ტურისტული ბროშურა, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას ეძღვნება. წიგნში აღწერილია იმერეთის რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირშესანიშნაობები და ონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი.

იქნა Stagi Group სტაგი ჯგუფის მიერ, რის გამოც დიდი მადლობას ვუხდით. ახალი ბროშურა ჩვენი ორწლიანი შრომის შედეგია. იყო ბევრი გასვლა, ინფო-ტური, საფეხმავლო ბილიკების გაკაფვა და მარკირება, თავგადასავლები რეგიონებში. თუმცა ჩვენი პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მუდამ იყო და იქნება ხალხი - ის ადამიანები, რომლებიც გავიცანთ ამ პროექტის მსვლელობისას, რომლებიც აქტიურ მონაწილოებას იღებდნენ სამუშაო პროცესში, რათა ეს რეგიონები და ადგილები საუკეთესო მასპინძლები გამხდარიყვნენ თქვენთვის.

ჩვენი შესრულებული სამუშაოს შეფასება შეგიძლიათ ახალ ბროშურის წაკითხვით. ბროშურა შეიცავს უამრავ საინტერესო და გამოსადეგარ ტურისტულ ინფორმაციას, რეგიონების აღწერას, ბილიკებს და რა თქმა უნდა, იმ საოცარ ადამიანებს და ოჯახებს, რომელებიც მზად არიან რეგიონებში გიმასწპინძლონ.

ბროშურები ჩავიტანეთ ქუთაისის მერიაში და ტურიზმის საინფორმაცია ცენტრში, ასევე ონის და მარტვილის ადმინისტრაციებში, ასევე თერჯოლის ტურიზმისა და ძეგლთადაცვის სამსახურში, ამბროლაურის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში. რეგიონებში ვიზიტის შემდეგ გავემგზავრეთ თბილისში, სადაც გავმართეთ შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის ბროშურის დისტრიბუციაში.

რაც მთავარია, პრომოცია გრძელდება. 18-28 ოქტომბერს ვართ პოლონეთში, მონაწილეობას მივიღებთ ვარშავაში გამართულ ტურისტულ გამოფენაში, ხოლო შემდეგ ყველა მსურველს ვპატიჟებთ ინფორმაციულ შეხვედრებზე, რომელიც ჩატარდება ვარშავაში, პოზნანსა და ჩარნკოვში.

მეტი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე: https://www.facebook.com/visitmartvili/ / https://www.facebook.com/visitoni/

შეგახსენებთ, რომ მალე ჩვენი ახალი ინტერნეტ გვერდებიც (www.visitoni.com და www.visitmartvili.com) ამუშავდება, ამიტომაც იყავით ჩვენთან ერთად და არ გამოტოვოთ :)

 

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.