info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
სოფლის ტურიზმი

ძალიან ხშირად ქართველები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანები, რომლებიც მათ ქვეყანაში ჩამოდიან, „ტურისტები“ კი არა, მათი „სტუმრები“ არიან. და ყველას ვინც კი მათ სახლებში ხვდება, სწორედ სტუმრებივით ეპყრობიან. ქართველები ცნობილი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ხოლო იმერლების დიდსულოვნებას და ხელგაშლილობას თვოთონ ქართველებშიც კი საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს. ქვემოთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილო ოჯახებში სტუმრობისას, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ქართულ ოჯახში სტუმრობის გემო და სტუმართმოყვარეობა. მასპინძლები აქ თბილად, მეგობრულად მიგიღებენ, გაშლილი ხელებით. სოფლად დრო ბევრად უფრო ნელა გადის, ამიტომ შესაძლებლობა გექნებათ ყოველდიური აურზაურისა და ფაციფუცისაგან შორს იგრძნოთ თავი, ასევე გასინჯოთ ტრადიციული ქართული რეცეპტების მიხედვით მომზადებული ნატურალური, ახალი კერძები. ამასთან ერთად, თუ სურვილი გექნებათ, თქვენი მასპინძელი წაგიყვანთ შემოგარენის დასათვალიერებლად და ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლების სანახავად. შეგიძლიათ ერტუმროთ ახლომდებარე ეკლესიებსა და მონასტებს, წახვიდეთ ლაშქრობაზე, ცხენით გაისეირნოთ ჩანჩქერებისა და მდინარეებისაკენ, ან დალაშქროთ ახლომდებარე მთები. ასეთ ადგილას სტუმრობისას, შესაძლებლობა გეძლევათ შეიცნოთ ნამდვილი საქართველო.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საჭიროა ჯავშანი წინასწარ გააკეთოთ, რადგან ყველა ოჯახს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, ჩვეულებრივი სახლები აქვთ. მათ არა აქვთ მუდმივმოქმედი საოჯახო სასტუმროები და ამიტომაც წინასწარ უნდა იყვნენ გაფრთხილებული სტუმრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ მათთან სტუმრიობა გინდათ წინასწარ დაგვიკავშირდით:

  • ელ-ფოსტა: ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად.
  • ტელეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153
გაიოზ სოფრომაძე

გაიოზ სოფრომაძე

ნამდვილი, ტრადიციებით აღსავსე ქართველი კაცია, დიდი იმერული გულით, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყნის კულტურა და ცხოვრების წესი...
მისამართი: გაიოზ სოფრომაძე - რუსთაველის ქ. მე-3 შესახვევი # 8, ბაღდათი, 1000, ბაღდათი, საქართველო.

დაწვრილებით...
ბორია აბჟანდაძე

ბორია აბჟანდაძე

მეტყევე და მონადირე, რომელიც ცხოვრობს პატარა ქოხში სოფელ ჩხართან ახლოს, გორის წვერზე, რომელსაც ადგილობრივები ხეკეპილს ეძახიან...
მისამართი: ხეკეპილის გორა, სოფ. ჩხარი.

დაწვრილებით...
ჟორა და თემური ბარბუხაძეები

ჟორა და თემური ბარბუხაძეები

ოჯახი ეწევა მევენახეობას, ყიდიან ვაზის ნერგებს და ამზადებენ ღვინოს მრავალი თაობის მანძილზე....
მისამართი: სოფ. რუფოთი, თერჯოლა.

დაწვრილებით...

<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>
გვერდი 1, სულ 2

 

 

 

 

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.