info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
კაცხის სვეტი

კირქვის სვეტისებური კლდე მდინარე კაცხურასა და ღვითორის წყალგამყოფზე მდებარეობს. იგი 40 მეტრის სიმაღლისაა. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. ეს იყო განდეგილთა სამყოფელი. სვეტის ზედა ბაქანზე ორი მცირე ზომის ეკლესიაა. მკვლევარების ვარაუდით ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მესვეტეობას უკავშირებენ. VI საუკუნეში მესვეტეობა გავრცელებული იყო წინა აზიაში და განსაკუთრებით სირიაში., რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

დაწვრილებით...
მღვიმევი

ჭიათურის პლატოზე მდებარეობს სოფელი მღვიმევი. მდინარე ყვირილას მარჯვენა მხარეს. სოფლის ტერიტორიაზე არის კარსტული მღვიმე, რომელიც ორსართულიანი კლდოვანი ფარდულების და ეხების კომპლექსია. აქ აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალურ–კულტურული ნაშთები. 1934 წელს აღმოაჩინეს ნაწილი, ხოლო 1944 წელს აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით სრულად გათხარეს.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ჭიათურის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.