info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ქორეთი

სოფელი ქორეთი საჩხერის რაიონში მდინარე ყვირილას ხეობაში მდებარეობს. ამ სოფელში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. ერთი ეკლესია ბორცვზე დგას წინაქრისტიანული სალოცავის ადგილზე, მეორე ღვთაების ეკლესია სოფლის თავშია. აშენებულია X საუკუნის ბოლოს.

ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. სამხრეთ-დასავლეთით მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს კარიბჭე. საკურთხეველი ერთი საფეხურით არის ამაღლებული. შესასვლელი კი ორი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. ფასადები მოჩუქურთმებულია. შემოსილი არის სუფთად გათლილი ქვის პერანგებით.

დაწვრილებით...
ჯრუჭის მონასტერი

ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება, მდებარეობს საჩხერის რაიონში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ჯრუჭულის სათავეში. ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში გადაკეთდა. კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. შემდეგ ხანებში ეკლესია მოიშალა და განახლდა XVI-XVII საუკუნეში.

დაწვრილებით...
სპეთი

იმერეთის მაღლობზე, მდინარე ყვირილას ნაპირზე მდებარეობს სოფელი სპეთი. სოფლის მახლობლად, მაღალ მთაზე დგას XI საუკუნის ზედამაცხოვრის ეკლესია. შიგნით და გარეთ შემოსილია მოყვითალო-მონაცრისფრო ქვიშა-ქვის კვადრებით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შიგნით საკურთხევლის ორივე მხარეს კედლებში არის დატანებული თითო სათავსო (სამკვეთლო და სადიაკვნე) საკურთხევლის წინ კვარცხლბეკზე აღმართულია ხის მასიური ჯვარი. აღსანიშნავია რომ ეკლესიაში დღემდე ხელუხლებლად არის შემონახული თაბაშირის მოჩუქურთმებული კანკელი. (XI საუკუნის I ნახევრის) ფასადის მოხატულობა სადაა. 1938 წელს ძეგლი საფუძვლიანად შეკეთდა. სოფელში კიდევ ერთი ეკლესიაა, მაცხოვრის სახელობის. ( შუა საუკუნეებს განეკუთვნება)

სავანე

სავანე, საჩხერის რაიონში, იმერეთის მაღლობზე, მდინარეების იზვარისა და ლაშურის წყალგამყოფზე მდებარეობს. სოფელი წყაროებში პირველად XI საუკუნეშია მოხსენებული. სოფელში არის შემონახული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი „წმინდა გიორგის“ ეკლესია. ძეგლის აგების თარიღად სამხრეთის შესასვლელში 1046 წელია მოხსენებული. აქვე მოხსენებულია ფეოდალი, ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე. დასავლეთის კედლის წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. ეკლესიის სტოა-კარიბჭეები მოგვიანებითაა აგებული.მორთულობა შერწყმულია ხუროთმოძღვრულ ფორმებს. ეკლესიაში არის XI ს-ის თაბაშირის კანკელი რომელიც დამახინჯდა ძეგლის შეკეთების დროს. (XIX საუკუნეში) ეკლესიის სამრეკლო XIX საუკუნეშია აშენებული.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

საჩხერის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.