info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია

დერჩი წყალტუბოს რ-ნია, მდ. რიონის მარცხ. მხარეს მდებარეობს. საუკუნის ნაგებობა სოფელ დერჩის ცენტრში დგას XIV საუკუნის ნაგებობა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ორსაფეხურიან ცოკოლზე დამყარებული ნაგებობა, გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო-მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით და დაგვირგვინებულია თარო კარნიზით, ფასადები მოურთავია. შიგნით, ეკლესიის კედლებს მთლიანად ფარავდა მოხატულობა, იგი დღეისათვის ნაწილობრივ განადგურებულია, გადარჩენილი ფრესკების ფერადოვანი გამა ჩამქრალია.

დაწვრილებით...
ზარათის წმინდა ივლიტას და კვირიკეს სახელობის ეკლესია

ზარათი მდებარეობს წყალტუბოდან 33 კმ-ზე, მდ. რიონის მარცხენა მხარეს. სოფელი ზარათი წერილობით წყაროებში XIII საუკუნეში 1259-1293 წლების საბუთში იხსენიება. გელათის მონასტრის დეკანოზ იაკობისთვის მეფე დავით VI ნარინს უბოძებია შვიდი კომლი გლეხი. XVIII საუკუნეში ზარათს რაჭიდან გამოდევნილი იაშვილები დაეპატრონნენ. 1749 წელს სოლომონ -ის მამა ალექსანდრე V-ემ (იმერეთის მეფემ) კიდევ უფრო გაამყარა იაშვილთა მფლობელობა ამ მხარეში და ლევან იაშვილს საჩუქრად გადასცა ზარათის ეკლესია.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

წყალტუბოს რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.