info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
დიმი

მაიაკოვსკის რ-ნი, იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ნაპირზე არის გაშენებული. სოფელში არის ღვინის ქარხანა. სოფლის მიდამოებში არის აჯამეთის ტყის სახელმწიფო ნაკრძალი.

დიმი პირველად წყაროებში მოიხსენიება 1853 წ. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ლეონტი მროველთან (XI) დამოწმებული ციხე "დიმნიდან". დიმში არის გორანამოსახლარი, სადაც ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. დიმში არის ფეოდალური ხანის კოშკი.

ვარციხე

ისტორიულად ერქვა ვარდციხე. სოფელი ბაღდადის რ-ში მდ. ხანისწყლის და მდინარე რიონის შესართავთან მდებარეობს. ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელი შუა ს-ებში მდებარეობდა ეგრისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც პირველად მოიხსენიება VIს-ში. (ბიზანტიურ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე).

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მას დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. VIს-ში სპარსეთ-ბიზანტიის ომების დროს იგი ხელიდან ხელში გადადიოდა. მტერს (სპარსელებს) იგი სამხედრო პლაცდარმად რომ არ გამოეყენებინა ქალაქს ბიზანტიელებმა დამცველი კედელი მოურღვიეს. IX-XI ს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა და გვიანდელ შუა ს-ში იმერეთის მეფეთა ერთ-ერთ რეზიდენციად იქცა. 1968 წლიდან ვარციხეში დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები, ხოლო 1972 წლიდან მიმდინარეობს ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ვ. ჯაფარიძე).

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ბაღდათის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.