(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.6226
EUR3.0868
ქუთაისი
ვარციხე

ისტორიულად ერქვა ვარდციხე. სოფელი ბაღდადის რ-ში მდ. ხანისწყლის და მდინარე რიონის შესართავთან მდებარეობს. ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელი შუა ს-ებში მდებარეობდა ეგრისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც პირველად მოიხსენიება VIს-ში. (ბიზანტიურ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე).

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მას დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. VIს-ში სპარსეთ-ბიზანტიის ომების დროს იგი ხელიდან ხელში გადადიოდა. მტერს (სპარსელებს) იგი სამხედრო პლაცდარმად რომ არ გამოეყენებინა ქალაქს ბიზანტიელებმა დამცველი კედელი მოურღვიეს. IX-XI ს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა და გვიანდელ შუა ს-ში იმერეთის მეფეთა ერთ-ერთ რეზიდენციად იქცა. 1968 წლიდან ვარციხეში დაიწყო დაზვერვითი სამუშაოები, ხოლო 1972 წლიდან მიმდინარეობს ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები (ვ. ჯაფარიძე).

აღმოჩენილი იქნა IV-VI სს. კოშკებიანი გალავნით გარშემოტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსი. ამ ხანაში ციხე-ქალაქი გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენდა. აღმოჩენილი ამფორები, წითელლაქიანი კერამიკა რიონ-ფაზისის გზით უნდა მოხვედრილიყო აქ. ეს გზა ანტიკურ ხანაში იყო ცნობილი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქ. არტაშეთიდან სებასტოპოლისაკენ მიმავალ გზას, რომელიც ზეკარზე, ხანისწყლის ხეობასა და ვარციხეზე გადიოდა.

გათხრების შედეგად გამოვლინდა შენობათა ნაშთები, რომელიც IX-XIს. განეკუთვნება. მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია IX-X ს-ის მოჭიქული კერამიკა.

1737 წ. დასავლეთ საქართველოს რუკის მიხედვით აქ დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაუტარებია იმერეთის მეფე ალექსანდრე V. იმავე პერიოდის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ნაგებობათა ნაშთები და გალავნის გარეთ ოთხკუთხა მცირე ზომის ეკლესია. ვარციხიდან 1 კმ დაშორებით მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე გაითხარა ნამოსახლარი გორა, სადაც აღმოჩნდა რიყის ქვითა და კირქვით ნაგები, ხანძრით განადგურებული შენობების ნაშთები. ყველგანაა ირგვლივ აღმოჩენილი ადგილობრივი და იმპორტული შავლაქიანი კერამიკა. სამარხში აღმოჩნდა (ძვ.წ. IV-III სს.) ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, წითლად გამომწვარი დოქი და კოლხური თეთრი.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ბაღდათის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.