info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ჩხერი

ხარაგაულის რ-ში მდ. ჩხერიმელის სანაპიროზე არის სოფ. ჩხერი. წყაროებში პირველად იხსენიება მე-17 ს-ში.

1774 წ. ჩხერთან მოხდა ბრძოლა. იმერეთის მეფე სოლომონ I ხელმძღვანელობდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას, სადაც ისინი სასტიკად დაამარცხა.

XIX ს-ში სოფელში იდგა დანგრეული შუა ს-ების ეკლესია, რმოლის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებენ (XII-XIII სს). აქვეა შუა საუკუნეების ჩხერის ციხე.

ვახანის ციხე

სოფ. ვახანი ხარაგაულის რ-ში მდებარეობს. სოფელში მთის წვერზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – მძლავრი ციხის ნაგარევები. ციხე იცავდა ლიხის მთიდან გადმომავალ გზას.

ციხე ნაშენია ტლანქად დამუშავებული დიდი ლოდებით. სათოფურები არა აქვს, რაც მოწმობს, რომ აშენებულია ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებამდე. გალავნის შიგნით ჩრ.აღმ.კუთხეში ერთნავიანი უხეში ქვით ნაშენი სამლოცველოა. 1785 წ. ვახანის ციხე მცირე ხნით ხელში ჩაიგდო ხუნძახის ბატონმა ომარ-ხანმა, რომელიც ერეკლე მეორეს ეომებოდა. შესაძლებელია, რომ ციხე მაშინ დაინგრა.





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ხარაგაულის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.