
არსებობს ადგილები, სადაც ქალაქის ნამდვილ გულისცემას შეიგრძნობთ. ქალაქის ცენტრალურ ბაზარში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თქვენ ნახავთ ახალ ხილს, ბოსტნეულსა და ხორცს, ასევე ადგილობრივი წარმოების დელიკატესებს: ადგილობრივ ყველს, ტრადიციულ ქართულ ტკბილეულს - „ჩურჩხელას“ და შინაურ ღვინოს. დახლებს შორის სიარულისას, შესაძლებლობა გაქვთ გასინჯოთ უგემრიელესი საკვები, რომელსაც სტუმართმოყვარე, ლაქლაქა გამყიდვლები გთავაზობენ. მეორე ბაზარი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს გთავაზობთ პროდუქციის ფართო არჩევანს, დაწყებული საკვებით, დამთავრებული ტანსაცმლითა და საოჯახო ნივთებით. ეს ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ქალაქში სტუმრობისას.
|
დაწვრილებით...
|

მწვანე ყვავილას ისტორიულ_არქიტექტურულ, კომპლექსში შედის სხვადასხვა დროს აგებული სამი ეკლესია, თავდაცვითი კოშკი და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. ციხე კოშკი მწვანეყვავილას ძეგლებს შორის ყველაზე დიდი ოთხკუთხა ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის კედლების სისქე ორ მეტრს აღწევს. კოშკს ოთხივე მხრიდან აქვს საფეხურები. კოშკის მეორე სართული სათვალთვალოდ გამოიყენებოდა. ზედა და ქვედა სართული ერთმანეთან შიდა კიბით უკავშირდებოდა. ეკლესიებს შორის ყველაზე ძველი ბაზილიკაა, რომლის აგების თარიღადაც 1117წ. მიჩნეული.
|
დაწვრილებით...
|

ქუთაისის ცენტრალური ბაღი „ბულვარის“ სახელითაა ცნობილი. 1820 წლამდე იმერეთის მეფე სოლომონ I_ის ასულის დარეჯანის მფლობელობაში იყო. ბაღი ხილნაირი მცენარეებისაგან შედგებოდა, ასულმა იგი შემდეგ ხაზინას გადასცა და საზოგადოებისთვის სასეირნო ადგილად გამოცხადდა. ბაღს შეემატა იმ დროისთვის ცარიელი „სახაზინო“ მიწები. 1840 წელს დაიწყო მისი გეგმაზომიერი განაშენიანება. ბაღი ოთხკუთხა ფორმის იყო, შემოვლებული ქონდა წითლად შეღებილი ხის მოაჯირი. მთელ სიგრძეზე არსებული დიდი ხეივნის გარდა კიდევ იყო ორი ხეივანი, რომლებიც გადაკვეთისას ჯვრის ფორმას ქმნიდნენ, მოწყობილი იყო მუსიკისა და ცეკვისთვის მოედანი, შუაგულში იყო აუზი, ბაღის კუთხეში იდგა აგურით ნაშენი პატარა კაფე. ირგვლივ ქვაფენილი დააგეს.
|
დაწვრილებით...
|
ფანტანის - აღმაშენებლის მოედანი |

ოქროსფერი ფიგურები, რომელთაც ცხენის, ვერძის, ვეფხვისა და სხვა ცხოველების სახე აქვთ და გამოსახულია ქალაქის ცენტრში მდებარე ფანტანზე, ყველას ანცვიფრებს, ვინც კი პირველად სტუმრობს ქალაქს. ცხოველებს შორის დაინახავთ ასევე თმადის ფიგურას, რომელიც სტუმრებს ყანწით ხელში ესალმება. ბევრი ადამიანი უღებს ფანტანს სურათს და აგრძელებს გზას, არც კი ფიქრობს, რატომაა ის ასე მორთული. ზოგჯერ გაიგონებთ, რომ ეს მორიგი ქართული ფანტაზიაა. ბევრმა არ იცის, რომ ეს ქანდაკებები საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოებია.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 1 2 3 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 1, სულ 3
|