(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9738
EUR3.2902
ქუთაისი
მწვანე ყვავილა

მწვანე ყვავილას ისტორიულ_არქიტექტურულ, კომპლექსში შედის სხვადასხვა დროს აგებული სამი ეკლესია, თავდაცვითი კოშკი და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. ციხე კოშკი მწვანეყვავილას ძეგლებს შორის ყველაზე დიდი ოთხკუთხა ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის კედლების სისქე ორ მეტრს აღწევს. კოშკს ოთხივე მხრიდან აქვს საფეხურები. კოშკის მეორე სართული სათვალთვალოდ გამოიყენებოდა. ზედა და ქვედა სართული ერთმანეთან შიდა კიბით უკავშირდებოდა. ეკლესიებს შორის ყველაზე ძველი ბაზილიკაა, რომლის აგების თარიღადაც 1117წ. მიჩნეული.

ეკლესია დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი და ის მთავარანგელოზთა სახელობის იყო. ქვარიანისეული ბაზილიკა აგებულია მე_17ს. შუახანებში. ისიც მთავარ ანგელოზთასახელობისაა. ტაძარი მოიხატა 2005-2006წ. მწვანეყვავილას ტაძრებს შორის ყველაზე დიდია მთავარანგელოზების ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აიგო 1914წ.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.