
საჩხერის ჩრდილოეთით 1 კმ-ზე მდებარეობს ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მოდიმნახეს ციხე. შემონახულია დასავლეთის და აღმოსავლეთის კოშკები და ნაწილობრივ დანგრეული კედლები. ეზოში დგას ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია. მიწაში ჩადგმულია წყალსაცავი და მარანი.
იგი იყო სათავადო ციხე, რომელიც XVIII ს-ში აუშენებია თავად პაპუნა წერეთელს, ძველ ნანგრევებზე. სხვადასხვა დროს მას ფლობდნენ ფალავანდიშვილები და საჩხერელი წერეთლების დიდი საგვარეულო. 1735 წლიდან ამ ციხეს თავს აფარებდა იმერეთის დიდი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც იმერეთის მეფე ალექსანდრე I რამდენჯერმე აუჯანყდა. მეფე ალექსანდრემ სცადა მაგრამ ვერ შეძლო ციხის აღება. 1766 წელს როცა იმერეთში ოსმალებმა ილაშქრეს ამ ციხეში გაიხიზნა სოლომონ I (იმერეთის მეფე), 1767 წელს ციხე-სიმაგრე წერეთლის საგვარეულომ მეფე სოლომინ I დაუთმო. 1810 წელს როდესაც რუსეთის იმპერიას იმერეთი აუჯანყდა მოდი ნახე აჯანყებულებმა დაიკავეს, მაგრამ მარტში არმიამ აიღო და თავისი გარნიზონი ჩააყენა. . 1967-75 წ-ში დაიწყო ამ ტერიტორიაზე გათხრები. აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის გვიანდელი (ძვ.წ XXV-XX სს) ნამოსახლარები და ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ.წ VI-IV)ნამოსახლარები.
|
დაწვრილებით...
|
ბრინჯაოს ხანის(ძვ.წ III ათასწლეულის I ნახ.) გორა სამარხი იქნა აღმოჩენილი ცარცის გორაზე. არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა 1945-46 წლებში (ბ.კუფტინის) და 1955 წელს (ოთარ ჯაფარიძის) ხელმძღვანელობით. ერთი მეტრი რიყის ქვის შლადი ყრილის ქვეშ იყო სამარხები, სადაც მიცვალებულები ესვენენ მოკრუნჩხულად.
სამარხში აღმოჩენილი იქნა: ქვის ცულ-ჩაქუჩები, სპილენძის ცულები, სამართებლები, სატევრები, შუბისპირები, ხიშტები, მტკვარ არაქსის ტიპის კერამიკული ჭურჭელი. აღმოჩენილი მასალა მოწმობს რომ, აქ დაწინაურებული ყოფილა მეტალურგია. ასევე მოწმობს აღმოსავლეთ საქართველოსთან ეთნიკურ ერთობას. სამარხში ნაკლებადაა ასახული სოციალური დიფერენციაცია. |
სოფელი საირხე საჩხერის რ-ში მდებარეობს მდ. ყვირილას მარცხენა ნაპირზე. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII ს-ში.
1957 წ. სოფლის სამხრეთის არქეოლოგიური გათხრებით (ნ.ღამბაშიძე) მიკვეული იქნა ანტიკური ხანის ტაძრის ფრაგმენტი. სამუშაოები გაგრძელდა 1966-68 წ-ში (ჯ.ნადირაძე). ადგილ ლომინაურში აღმოჩნდა ძვ.წ. IV ს-ის საკულტო ნაგებობის ნაშთი. ნაპოვნია კირქვის კაპიტელის ფრაგმენტები, ლომის თავიანი გამოსახულება და სხვა საგნები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ნაყოფიერების ღვთაების სახელზე იყო აგებული. გამოსახული ჩუქურთმებით იგი უფრო აქემენიდურს გავს.
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|