(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.7468
EUR3.0943
ქუთაისი
სოფელი დაბლაგომი

1929 წელს დაბლაგომში აღმოჩენილ იქნა მრავალფეროვანი არქეოლოგიური ძეგლი, გათხრები ჩატარდა 1936 წელს (ხელმძ: ნ. ბერძენიშვილი, ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია) არქეოლოგიური ძიება განახლდა 1970 წლიდან (ხელმ. ვ. თოლორდავა). დაბლაგომში ნაციხვარისა და ნასაკირევის ბორცვებზე გათხრილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი და ნასახლართა ნაშთები, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკა, ხელით ნაძერწი ზედაპირგაპრიალებული და გამომწვარი ჭურჭელი, აღმოჩენილია ქვის ხელსაფქვავი, კაჟის შუბისპირები, არქეოლოგიური მასალა ატარებს, როგორც აღმოსაველთ ამიერკავკასიის (კიკეთი, დიდუბე, ოზნის), ისე დას/საქართველოს უძველეს ნამოსახლართა (ოჩამჩერე, დიხა, გუძუბა) კულტურების ნიშნებს.

ანტიკური ხანის ნამოსახლარებზე დადასტურებულია ცხოვრების ორი პერიოდი: 1. ადრინდელი ანტიკური (ძვ.წ. VIIIVს.ს) 2. ადრინდელი ელინისტური (ძვ.წ. XVIII ს.ს). პირველ მათგანში გვხვდება ორნამენტით შემკული კოლხური კერამიკა (სასმისები, დოქები, ჯამები, ქვევრები) მეორეში კი თიხის, ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლის მონეტები და სამკაულები.

1972 წელს ნაციხვარის ბორცვზე აღმოჩნდა ძვ.წ. III.ს-ის პირველი ნახევრის წარჩინებული პირის მდიდრული სამარხი, რომელიც წარმოადგენს კლდეში ამოკვეთილ, ორმოში ჩადგმულ, სინოპური კრამიტით დახურულ სწორკუთხა ხის ნაგებობას. მასში აღმოჩნდა: ოქროს სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რკინის იარაღი, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული მძივები, მრავალი ადგილობრივი და შემოტანილი თიხის ჭურჭელი, არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ ანტიკურ ხანაში დაბლაგომი ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო. ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს დაბლაგომში ცხოვრება შეწყდა. გამოყენებული ლიტერატურა.

გამოყენებული ლიტერატურა.

  • "საქართველოს არქეოლოგია" - თბილისი 1959 წელი.
  • უტინ Б.А. "Мატერიალы კ არხეოლოგიი ი კოლხიდი", თ.2. თბ. 1950.
  • "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" ტ. 3. გვ. 326. ვ. თოლორდავა. თბილისი. 1978 წელი.
 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

სამტრედიის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.