info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ჩხარი

სოფ. ჩხარი თერჯოლის რ-ში. მდ. ყვირილას ზემოთ მდებარეობს. ჩხარში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ჩხარის მახლობლად ოქონის გორაზე უთხოვრის (ხის ჯიში) კორომია. წყაროებში ჩხარი იხსენიება XVII ს-ან. იგი ყოფილა სავაჭრო-სახელოსნო დასახლება. 1634-35 წ-ში სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა გაათავისუფლა იმერეთის მეფე გიორგი III და სანაცვლოდ მიიღო ჩხარელ ვაჭართა ნაწილი, რომლებიც გადაასახლა სოფელ რუხში. სოფელში არის ხუროთმოძღვრული კომპლექსი: 1. წმინდა გიორგის ეკლესია (განვითარებული შუა ს-ე). 2. სამრეკლო (გვიანდელი შუა ს-ე). გარს არტყია გალავანი (გვიანდელი შუა ს-ე).

დაწვრილებით...
სკანდე

სოფელი სკანდე მდებარეობს მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე. შუასაუკუნეებში სოფელი იმერეთ,ის მეფეების საზაფხულო რეზიდენცია იყო. სოფელ სკანდესთან ახლოს, არის მე-4 საუკუნის ციხე-სიმაგრე, რომელიც 120 მ სიმაღლის გორაკზეა აშენებული. მე-6 საუკუნეში ბიზანტია-სასანიანთა ომის დროს, იგი იმერეთში ერთერთი სტრატეგიული ადგილი გახდა და მე-18 საუკუნემდე მნიშვნელოვან თავდაცვით, ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ როლს ასრულებდა. მოგზაურობის დროს მევრი მეფე, დიდგვაროვანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ჩერდებოდა ციხე-სიმაგრეში. მე-18 საუკუნის შემდეგ, როცა იმერეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, ციხესიმაგრემ თავისი ფუნქცია დაკარგა, მოტოვებული იქნა და ნანგრევებათ იქცა. ეს ადგილი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია, არა მარტო ქართველებისათვის. იგი გარშემოტყმულია გაუვალი ტყეებით და სოფელი სკანდედან მხოლოდ ერთადერთი გზა მიდის ციხე-სიმაგრის ნანდგევებამდე.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

თერჯოლის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.