info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ხრესილი

სოფ. ხრესილი მდინარეების წყალწითელასა და ჭალის ხეობაში მდებარეობს. წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში. 1757 წ. ხრესილთან (სოფლის მიდამო - "თათროული") გაიმართა დიდი ბრძოლა ოსმალთა და ქართველთა ჯარს შორის. ქართველთა ლაშქარს იმერეთის მეფე, სოლომონ  სარდლობდა. მისი მთ. ამოცანა მტკიცე ხელისუფლების შექმნა, დასავლეთ სქაართველოს გაერთიანება ჟა ოსმალთა ბატონობის მოსპობა იყო. ოსმალთა ჯარი იდგა იმერეთის ციხეებში, ისიწი აწარმოებდნენ ტყვეთა სყიდვას, რაც მოსახლეობიას ანადგურებდა და დიდ ზიანს აყენებდა, ძარცვავდნენ და ყვლეფდნენ ქვეყანას. ოსმალები ვერ შეეგუვნენ მეფე სოლომონ I მიერ "ტყვეთა სყიდვის" აკრძალვას. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა ხრესილთან ბრძოლაში დიდი მხედართმთავრული ნიჭი გამოავლინა. არა მარტო გზები შეკრა წინასწარ, არამედ ადგილიც შეარჩია. სწორმა ტაქტიკამ ლა სტრატეგიამ, ქართველების თავდადებამ და მეფის პირადმა მაგალითმა შესაძლებელი გახადა ამ ბრძოლაში (1757.14.XII) გამარჯვება. ომში სამი ფაშა დაატყვევეს და აგრეთვე ამ ბრძოლაში მოკლეს ქვეყნის მოღალატე ლევან აბაშიძე, როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს.





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ტყიბულის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.