info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
გეგუთის სასახლე

ფეოდალური საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი მდებარეობს ქუთაისიდან 7 კმ-ზე მდინარე რიონის ნაპირას. ყველაზე ძველი ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნისაა ჯუანშერის თხზულების `ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას~ ერთ-ერთ ნუსხაში, ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს "წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს". ნანგრევებს 2000 მეტრზე მეტი ფართობი უჭირავს, გეგუთის კომპლექსის პირველი მკვლევარი იყო შვეიცარიელი მკვლევარი დიუბუა დე მონპერე, რომელმაც 1833 წელს შეადგინა სასახლის გადარჩენილი ნაწილის გეგმა.

დაწვრილებით...
ფარცხანაყანევი

სოფ. ფარცხანაყანევი იმერეთის დაბლობზე მდებარეობს წყალტუბოდან 15 კმ. დაშორებით. იგი მოხსენებულია XIII ს-ში ფარსმანაყანევის სახელით. ძვ. წ. I ათასწლეულის ნივთები აღმოჩნდა 1868 წ. განძში შედიოდა: სარდიონის მძივები, ოქროს სასაფეთქლე, ბრინჯაოს ჭურჭელის ხელ-პირის ფრაგმენტი, ოქროს მრგვალი 4 მძივი, 1 სფერული ღრუ მძივი. ეს ოქროს ნივთები ახლოს დგას ნოსირის განძის ნივთებთან. 1937 წ. მ. ივაშჩენკომ გათხრებისას აღმოაჩინა (ქ. ქუთაისიდან სამხ. დასავლეთის მე-14 კმ-ზე) ელინისტური ხანის სამაროვანი. აღმოჩენილი იქნა 14 ქვესამარხი. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდა კოლხური ტიპის ხელადები, ქუსლიანი ჯამები, რკინის სამაჯურები, ბეჭდები, რგოლ-საყურეები, ვერცხლის მონეტები (კოლხური თეთრი). 1929 წ. სოფელში აღმოჩნდა ბრინჯაოს 4 კოლხური ცული და 4 სეგმენტისებური იარაღი.





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

წყალტუბოს რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.