(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.7468
EUR3.0943
ქუთაისი
შორაპანის ციხე-სიმაგრე

შორაპანი, დაბა (1938 წლიდან) ზესტაფონის რ-ში, მდინარე ყვირილას და ძირულას ნაპირებზე მდებარეობს. შროშა ანტიკური ხანიდანაა დასახლებული. უძველესი წერილობითი წყარო ეკუთვნის ცნობილ ბერძენ გეოგრაფს სტრაბონს (ძვ.წ.აღ-ის I და ახ.წ. I სს.). ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს-ე) მიხედვით, VIII ს. დასასრულს არგვეთის, იგივე შორაპანის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა.

სტრაბონის ცნობით – მდინარე ფაზისში დადიოდნენ გემები – სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავის სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მოსახლეობის დატევა. ლეონტი მროველის ცნობით (IX) შორაპნის ციხე აუგია ძვ. წ. III ს-ში მეფე ფარნავაზს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შორაპანი საერისთავოს ცენტრი უნდა ყოფილიყო ქართლის სამეფოს დაარსებიდანვე (ძვ.წ. III ს.). გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მცირე ქალაქი იყო განვითარებული აჭრობით. სოფელში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შორაპანის ციხე.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ზესტაფონის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.