(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9275
EUR3.2445
ქუთაისი
ტაბაკინი - კავკასიური ნაგაზი ბუნების საოცრება

ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინში არის ძაღლთსაშენი "ტაბაკინი". საქართველოს ეკლესია ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული კულტურის განვითარებს და დიდი წვლილი შეჰქონდა მის განვითარებაში. მძიმე პერიოდების (მტრის შემოსევები) შემდეგ ქართული ეკლესია ცდილობდა ხელი შეეწყო ისეთი დარგების აღორძინებისა და განახლებისათვის, როგორიცაა: ოქრომჭედლობა, მინანქარი, ხეზე კვეთა, ხატწერა, ხალიჩების ქსოვა და სხვა.

ვინაიდან ქართული ნაგაზი ძალიან შემცირდა ოდენობით, ტაბაკინის წმ. გიორგის ტაძრის ბერებმა გადაწყვიტეს ძაღლთსაშენის დაარსება, ძაღლების მოშენება და პოპულარიზაცია. დიდი შრომის შედეგი სახეზეა. აქ მრავალი ინდივიდი (ძაღლი) გამოიზარდა, რომლებიც ევროპისა თუ კავკასიის გამოფენებზე მონაწილეობენ. აქვთ ძალიან კარგი წარმატებები. ქართული კავკასიური ნაგაზი ბუნებრივი სელექციის გზით არის მიღებული. უძველესი ჯიშია. იგი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა მგლებთან ბრძოლასა და მძიმე შრომაში. გამოირჩევა პატრონისადმი დიდი სიყვარულით, სიმამაცით, სილამაზით, თავგანწირვით (ბევრია ამის მაგალითი). ლეკვის შეძენა შეიძლება ადგილზე. ყველაფერს აგვარებს ადმინისტრაცია – საბუთებიდან დაწყებული სასურველ ადგილამდე მიყვანით. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტელ-ით: 559-50-48-61; 0790-50-48-61.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ზესტაფონის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.