info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმი

რუსი საბჭოთა პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა მეტყევის ოჯახში 1893 წ. სოფ. ბაღდადში. 1902 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მამის სიკვდილის მერე 1909 წლიდან მოსკოვში გადასახლდა ოჯახთან ერთად. სწავლა მე-5 კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. 1908 წ. იგი გახდა ბოლშევიკური პარტიის წევრი. ფუტურისტებთან კავშირისათვის გარიცხეს სასწავლებლიდან. პირველი ლექსები 1912 წელს გამოაქვეყნა. მის შემოქმედებას დიდ შეფასებას აძლევდა მაქსიმ გორკი, ვ. ლენინი.

იგი არის კლასიკური პოეზიის დიდი რეფორმატორი და სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან კარგად იცოდა ქართული ენა, რამდენჯერმე იმოგზაურა საქ-ში (1914, 24, 26, 1927 წწ).

ქართული თემა აისახა მის ლექსებსა და პოემებში "ვლადიკავკასი თბილისი", "ჩვენს ახალგაზრდობას", "მექსიკა", "თამარი და დემონი". იგი აღნიშნავდა, რომ ვალში იყო "ბაღდადის ზეცის წინაშე", მისი ლექსები ითარგმნა ქართულ ენაზე.

1940 წ. მისი სახელი ეწოდა მშობლიურ სოფელს ბაღდადს. 1941 წ. გაიხსნა მისი სახელობის სახლ.მუზეუმი.

მისამართი: ბაღდათის ქ. 51, 1000 ბაღდათი
სამუშაო საათები: 10:00–17:00, ყველა დღე





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ბაღდათის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.