info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
გიორგი წერეთლის სახლ-მუზეუმი

მუზეუმი მდებარეობს წერეთლის სასახლეში. გიორგი წერეთელი იყო დიდი ქართველი მწერალი და მეცნიერი. მუზეუმში დაცულია მისი და მისი წინაპრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ავეჯი, ბიბლიოთეკა სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნებითა და ჟურნალებით, გიორგი წერეთლისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერებით.

მისამართი: სოფელი სხრუკვეთი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით (დასვენების დღეები: კვირა და ორშაბათი).

და-ძმა ჯაფარიძეების სახლმუზეუმი

მუზეუმი ეძღვნება ცნობილ ქართველ ალპინისტებს: და-ძმა ჯაფარიძეებს. თქვენ აქ ნახავთ, ალპინისტთა რამოდენიმე პირად ნივთს, ფოტოებს, დოკუმენტებს და გამოცემებს ქართული ალპინიზმის ისტორიის შესახებ.

 

მისამართი: სოფელი ხრეითი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით (დასვენების დღეებია: კვირა და ორშაბათი).

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმში თქვენ იხილავთ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-3 საუკუნის არქეოლოგიურ მასალებს, რომელიც ნაპოვნია ჭიათურაში, არქეოლოგიური გათხრების დროს: ბრონზეს ცულები, შუბის წვერები, ზანდუკები, ყელსაბამები. არის ასევე ნუმიზმატური და ეთნოგრაფიული ნივთები, ადგილობრივი მხატვრების ნახატები, ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები.

 

მისამართი: თხელიძის ქ. # 5, 5500, ჭიათურა.
სამუშაო საათები: 10:00-18:00, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით (დასვენების დღეებია: კვირა და ორშაბათი).





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ჭიათურის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.