info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმში დაცულია სხვადასხვა კოლექციები: ნივთები სამარხებიდან, რომლებიც ჩვ.წ.აღ. მდე II-I ათასწლეულით თარიღდება: ბრონზეს ბალთები, ცულები, სამკაულები; ნუმიზმატური კოლექცია: კოლხური თეთრი, თურქული მონეტები, საქართველოს მეფის ერეკლე II-ის დროინდელი მონეტები, ჩვენი წელთაღრიცხვის XIX-XX საუკუნეების რუსული სპილენძის მონეტები, ხელთნაკეთი ნივთების ნიმუშები, თანამედროვე მხატვრობის ნიმუშები (რ. სტურუა, ლ. ცუცქირიძე, ბ.შველიძე, ნ. გრიგოლია, თ. ჯაფარიძე, ს. კენჭაძე, ს. ლეჟავას ლითონის გრავიურები), ქანდაკებები (ე. ამაშუკელი, თ. ტაბატაძე, მ. კიკნაველიძე, მ. თალაკვაძე); XIX-XX საუკუნეების საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული მასალები (ტანსაცმელი, ავეჯი, იარაღები); რელიგიური და საკულტო ნივთები - ძველი დაბეჭდილი წიგნები, მღვდელმსახურთა ტანსაცმელი, ჯვრები, ხატები, ქაშანურის ჭურჭელი.

მისამართი: 9 აპრილის ქ. # 47, 5600, ხარაგაული.
სამუშაო საათები: 10:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (დასვენების დღეებია: შაბათი და კვირა).

სოფელი ღორეშას ისტორიული მუზეუმი

მუზეუმში დაცულია მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიული ექსპონატები: ქართული ავეჯი, ხესაწყოები, ხალიჩები, პორცელანის ჭურჭელი, გრამაფონი, ფოტოები და მე-20 საუკუნის სხვა ყოფითი მასალები.

მისამართი: სოფ. ღორეშა, ხარაგაული.
სამუშაო საათები: 10:00-16:00, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით (დასვენების დღე:კვირა).





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ხარაგაულის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.