info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ხონის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმი დაარსებული იქნა 1950 წელს (მდებარეობს ხონში დ. გურამიშვილის ქუჩა #3..) აქ დაცულია 20,404 ექსპონატი. მუზეუმში დაცულია (კოლხური თეთრის კოლექცია, კოლხური ცულები, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღები, სამარხეული მასალა) და XIX-XX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, იმავე საუკუნეების საბრძოლო იარაღი, ხელნაწერები, ძველბეჭდური წიგნები.

მისამართი: 3 დ. გურამიშვილის ქ, ხონი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით (დასვენების დღე-ორშაბათი).

პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი

მუზეუმი დაარსებული იქრა 1986 წელს ხონში, სოფელ პატარა კუხში. მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის (1893-1973 წწ) მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, გამოცემები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მისამართი: სოფელი პატარა კუხი, ხონი.
სამუშაო საათები: 10.00 – 18.00, ორშაბათი – პარასკევი (დახურული შაბათს და კვირას).

ირაკლი აბაშიძის სახლ მუზეუმი

მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის - ირაკლი აბშიძის სახლში. აქ თქვენ ნახავთ მის პირად ნივთებს: აქსესუარებს, ბიბლიოთეკას (პოეტის ნაწარმოებების გამოცემებს ქართულად და უცხოურ ენებზე), ნახატებს და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს, ასევე პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერებს.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქ. # 104, ხონი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით (დასვენების დღე-ორშაბათი).





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ხონის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.