
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი დაარსდა 1922 წელს. აქ დაცულია 190998 ექსპონატი. მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს-დან გვიანი შუა საუკუნეებიის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული ხიგელ-გუჯრები ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.
მუზეუმს აქვს თავისი გამოცემები: მუზეუმის ყოველწლიური ჟურნალი "ხიდი", გაზეთი "მუზეუმის მოამბე" "ქუთაისის არქეოლოგია" "რას გვიამბობენ მუზეუმის ექსპონატები" "გელათის საგანძური", "საქართველოს საეკლესიო საგანძური", "მოჭიქული ჭურჭლის წარმოების ისტორია", "ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა", "ამიერკავკაკიის რკინიგზის ისტორიიდან" მოსე გაბაშვილის "მწიგნობარი", "ანტიკური ხანის მასალები ქუთაისის მუზეუმიდან", "სახარება ოთხთავი" (1060 წლის ხელნაწერი).
პირველად ქუთაისის ისტ./ეთნოგრაფიული მუზეუმის კოლექცია მოათავსეს მუზეუმის გამგის გრიგოლ გველესიანის სახლში. მაგრამ 1922 წლიდან, როცა საისტორიო-ეთნოგრაფიული მუზეუმი ოფიციალურად დაარსდა კოლექცია იქ გადაიტანეს. მუზეუმმა ბინა დაიდო სასწავლებლის ანუ უნივერსიტეტის შენობაში. მისი პირველი დირექტორი გახდა ტრიფონ ჯაფარიძე 1948 წლიდან მუზეუმი გაიხსნა თბილისის ქ. #1-ში.
ორსართულიანი სახლი, რომელიც 1860-იან წლებშია აგებული თავადი ნიკოლოზ ერისთავის საკუთრება ყოფილა. ახლანდელი სახე შენობამ მიიღო 1940-იანი წლების რეკონსტრუქციის შედეგად დღეს მუზეუმი გადატანილია.
მუზეუმის ექსპონატებიდან უნიკალურია, ძვ.წ.VII-VIს მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკება სოფელ ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება გეგუთიდან. ნემიზმატიკური კოლექციიდან აღსანიშნავია უნიკუმი ძვ.წ.Vსაუკუნის ვერცხლის კოლხური დიდრაქმა. ძვ.წ.VI-III სს. კოლხური დრაქმები, ოქროს სტატერი ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებით, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის მონეტები. მუზეუმის საგანძურში ინახება შუა საუკუნებიის ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: X საუკუნის – ვერცხლის სტავროთეკა და სამწერლობელი, ამაღლების და შობის გამოსახულებიანი საუკუნის ლორფინები (შორაპნიდან და მოწამეთიდან). XII-XIII საუკუნის მაცხოვრის ხატი მოწამეთიდან, მრავლადაა XVII-XVIII საუკუნის ოქრომჭედლობის ნიმუშები.
ხელნაწერთა ფონდში, ძირითადად დას/საქართველოს ეკლესია მონასტრებიდან შემოსული 800 წიგნია დაცული. აღსანიშნავია XI საუკუნის დასაწყისში, ეტრატზე შესრულებული სახარება-სამოციქულო, იოანე ქსიფილინოსის ხუთტომიანი მეტაურასული ჰაგიორგაფიული კრებულის (XI ს) ქართული თარგმანი. გადაწერილი XV ს-ში. იოანე ოქროპირის ეგზეგეტიკური ნაშრომების ექვთიმე ათონელისეული თარგმანი 1047-1053 წწ-ში გადაწერილია კაცხის მონასტრისათვის გაბრიელ კოტაის მიერ. XIII საუკუნეში ეტრატზე შესრულებულია კრებული, რომელშიც შესულია XI საუკუნეში ეფრემ მცირეს მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "ასმუხლედი" და იოანე შაგელის "გალობანი ვარძიის ღვთიმშობლისადმი" (XII-ს).
XII საუკუნეში არსენ იყალთოელის მიერ გელათში ბერძნულიდან გადმოთარგმნილი "დიდი სჯულის კანონი" XII-XIII საუკუნეებში გადაწერილი "დოგმატიკონი", XII საუკუნეში იოანე პეტრიწის მიერ ნათარგმნი იოსებ ფლავიუსის "წიგნი პურის"-ის ყველაზე ძველი XVI საუკუნეში გადაწერილი ნუსხა. მუზეუმში ინახება "ვეფხისტყაოსნის" 8 ხელნაწერი. სულხან-საბა ორბელიანის და ვახტანგ VI-ის თხზულებათა ხელნაწერები. მუზეუმში ინახება: კირილე ლორთქიფანიძის, გიორგი ზდანოვიჩის, ალექსანდრე გარსევანიშვილის, დიმიტრი ნაზარიშვილის, დავით მესხის, ტრიფონ ჯაფარიძის და სხვა პირადი არქივები. ასევეა გელათის და მოწამეთას სამონასტრო, ქუთაისის საპარქიო კანცელარიის, ქართული გიმნაზიის, ქუთაისის საეთნოგრაფიო საზოგადოების, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს და სხვა უწყებათა არქივები. მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია 40000 წიგნი.
მისამართი: პუშკინის ქ. 18, 4600, ქუთაისი. სამუსაო საათები: 09:00–18:00, ყოველ დღე. |