info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი

მუზეუმი დაარსებულია – 1966 წელს. მუზეუმი მჟდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელჭყვიშში და მოიცავს ორ საგამოფენო შენობას, გალაკტიონისა და ტიციანის ისტორიულ სახლებს, მუზეუმში დაცულია მათი მემორიალური ნივთები, ძველბეჭდური წიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან, XIX საუკუნის თიხის ჭურჭელი, ნაქარგობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა, სკულპტორთა და კრიტიკოსთა ნამუშევრები.

მისამართი: სოფელი ჭყვიში, ვანი
სამუშაო საათები: 10.00 – 17.00, სამშაბათიდან კვირამდე (დასვენების დღე:ორშაბათი).

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმი მდებარეობს გორაკზე, ქ. ვანთან ახლოს. იგი მოიცავს: ვანის არქეოლოგიურ ტერიტორიას, საექსპედიციო ბაზასა და თავად მუზეუმს. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიურ მასალათა უმრავლესობა, რომლებიც აღმოჩენილია ვანის არქეოლოგიურ ტერიტორიაზე. გამოფენილი ექსპონატები მოიცავს პერიოდს ძვ.წ.აღ. 800 და ჩვ.წ.აღ 100.

მისამართი: ვახტანგ გორდაშვილის ქ. # 7, ვანი.
სამუშაო საათები: 11:00-16:00, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით (დასვენების დღე:ორშაბათი).





ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ვანის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.