(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9607
EUR3.2855
ქუთაისი
ოკაცეს კანიონი

კანიონი ბუნებრივი საოცრებაა, შთამბეჭდავი ბუნებით, განსაცვიფრებელი ჩანჩქერებითა და მომაჯადოებელი ხედებით. იგი მდებარეობს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, სოფელ ზედა გორდში. მისი სიგრძე 2 კმ-ია, ხოლო სიგანე ვარირებს 3-დან 20 მეტრამდე, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე.

კანიონში რამოდენიმე ტბაა. ტბა ოსპახოს სიგრძე 60 მეტრია. ასხის კირქვის მთის მასივის აღმოსავლეთის კლდიდან, ეშვება სამ საფეხურიანი ჩანჩქერების კასკადი. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე 25 მეტრია, ხოლოს მეორე ჩანჩქერის 70 მ. იმ ადგილას სადაც ნაკადი მდინარე საწისქვილოს უერთდება, წარმოიშვება მესამე ჩანჩქერი, კასკადის 35 მეტრის სომაღლის მესამე საფეხური. მდინარე ოკაცეზე რამოდენიმე ბუნებრივი ქვის ხიდია. კანიონში არის ასევე გამოქვაბულები, საიდანაც გამოდის კასტრული წყაროები. 1 კმ სიგრძის საფეხმავლო გზა, რომელიც დაკიდებულია კანიონის კიდის გასწვრივ, საშუალებას აძლევს ვიზიტორებს დაათვალიერონ ბუნებრივი საოცრება და მისი ულამაზესი ჩანჩქერები. საფეხმავლო გზამდე ბილიკით უნდა მიხვიდეთ, რომელიც უმშვენიერეს ტყეში გადის. მათ ვისაც ფეხით ბევრი სიარული არ უნდა, შუძლიათ დაიქირავონ მანქანა (4x4) მძღოლით (დასაქირავებელი პუნქტი არის გორდის ტურისტული ცენტრის გვერდით).

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ხონის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.