info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აიგო ბაგრატ III მეფობის დროს (975-1014 წწ.) უქიმერიონის გორაზე. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ჩრილოეთის კედლის წარწერის თანახმად ოდეს განმტკიცდა იატაკი, ქორონიკონი იყო 203 (1003 წ). ტაძარს თავისი არქიტექტურული და მხატვრული ღირესებებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. XVII ს-ის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692 წ. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს ძეგლი "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო სამხრეთ და დასავლეთი კარიბჭეებიც. რასაც ადასტურებს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული აფიდებით იყო დასრულებული.

დაწვრილებით...
გაისეირნეთ ქუთაისის ქუჩებში

ქუთისის ფეხით დათვალიერება, საუკეთესო გზაა გაეცნოთ ამ უძველესს, 3000 წლის ქალაქს. ქალაქის გულისცემა რომ შეიგრძნოთ, ფეხით შემოიარეთ ძველი უბანი „მწვანე ყვავილა“, დატკბით ქუთაისის ხედებით ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ესტუმრეთ ებრაელთა უბანს და მის უძველეს სინაგოგას, გადაიღეთ სურათი თეთრ ხიდზე პატარა ბიჭთან, რომელსაც ხელში ორი ცილინდრი უჭირავს, გაესაუბრეთ ადგილობრივ გამყიდველებს ადგილობრივ ბაზარში და როცა დაიღლებით, ჩამოჯექით მერხზე ქალაქის ცენტრალურ პარკში და უყურეთ, როგორ აგივლით და ჩაგივლით მსოფლიო.

დაწვრილებით...
ადგილობრივი ბაზრები

არსებობს ადგილები, სადაც ქალაქის ნამდვილ გულისცემას შეიგრძნობთ. ქალაქის ცენტრალურ ბაზარში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თქვენ ნახავთ ახალ ხილს, ბოსტნეულსა და ხორცს, ასევე ადგილობრივი წარმოების დელიკატესებს: ადგილობრივ ყველს, ტრადიციულ ქართულ ტკბილეულს - „ჩურჩხელას“ და შინაურ ღვინოს. დახლებს შორის სიარულისას, შესაძლებლობა გაქვთ გასინჯოთ უგემრიელესი საკვები, რომელსაც სტუმართმოყვარე, ლაქლაქა გამყიდვლები გთავაზობენ. მეორე ბაზარი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს გთავაზობთ პროდუქციის ფართო არჩევანს, დაწყებული საკვებით, დამთავრებული ტანსაცმლითა და საოჯახო ნივთებით. ეს ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ქალაქში სტუმრობისას.

დაწვრილებით...
ბაღი

ქუთაისის ცენტრალური ბაღი „ბულვარის“ სახელითაა ცნობილი. 1820 წლამდე იმერეთის მეფე სოლომონ I_ის ასულის დარეჯანის მფლობელობაში იყო. ბაღი ხილნაირი მცენარეებისაგან შედგებოდა, ასულმა იგი შემდეგ ხაზინას გადასცა და საზოგადოებისთვის სასეირნო ადგილად გამოცხადდა. ბაღს შეემატა იმ დროისთვის ცარიელი „სახაზინო“ მიწები. 1840 წელს დაიწყო მისი გეგმაზომიერი განაშენიანება. ბაღი ოთხკუთხა ფორმის იყო, შემოვლებული ქონდა წითლად შეღებილი ხის მოაჯირი. მთელ სიგრძეზე არსებული დიდი ხეივნის გარდა კიდევ იყო ორი ხეივანი, რომლებიც გადაკვეთისას ჯვრის ფორმას ქმნიდნენ, მოწყობილი იყო მუსიკისა და ცეკვისთვის მოედანი, შუაგულში იყო აუზი, ბაღის კუთხეში იდგა აგურით ნაშენი პატარა კაფე. ირგვლივ ქვაფენილი დააგეს.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.