(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.8333
EUR3.226
ქუთაისი
ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აიგო ბაგრატ III მეფობის დროს (975-1014 წწ.) უქიმერიონის გორაზე. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ჩრილოეთის კედლის წარწერის თანახმად ოდეს განმტკიცდა იატაკი, ქორონიკონი იყო 203 (1003 წ). ტაძარს თავისი არქიტექტურული და მხატვრული ღირესებებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. XVII ს-ის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692 წ. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს ძეგლი "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო სამხრეთ და დასავლეთი კარიბჭეებიც. რასაც ადასტურებს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული აფიდებით იყო დასრულებული.

დასავლეთის მკლავს შიგნიდან შემოუყვებოდა პატრონიკე-გალერეა, სადაც წირვა-ლოცვის დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთელო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ტაძარს ჩრდილო-დასავლეთიდან სამსართულიანი კოშკი, ხოლო XV ს. I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭეები მიაშენეს, რომლებიც ძეგლს XIX ს. 30-იან წლებამდე ჰქონდა. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადებს ერთმანეთთან დეკორატიული თაღების სისტემა აკავშირებდა, სარქმელები და კარიბჭეებია მდიდრულად იყო მოჩუქურთმებული. კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა, რომლის ფრაგმენტებიც იატაკზე დღესაცაა შემორჩენილი. კარიბჭეში შემორჩენილი არის ფრესკის კვალი – ღვთისმშობლის გამოსახულება. ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გრანდიოზული შიგა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა მოწმობს არქიტექტორის დიდ ნიჭსა და ოსტატობას. აღდგენითი სამუშაოები 1952 წლიდან დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობდა მისი მეცნიერული შესწავლა. ტაძარი დღეს თითქმის აღდგენილია, მაგრამ იგი იუნესკომ ამოიღო, რადგან მოხდა დარღვევები და შეუთანხმებელი სამუშაოების ჩატარება.

First restoration works, scientific research and exploration of the cathedral started in 1952.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.