კულაშის ქართულ-ებრაული მეგობრობის მუზეუმი |

კულაში პატარა სოფელია კოლხეთის დაბლობზე, ქ. სამტრედიიდან 5 კმ მანძილზე. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად მოხსენებულია მე-16 საუკუნეში. სოფელში იყო მიქელაძეთა საგვარეულო ფეოდალური ციხე-დარბაზი. მრავალი წლის მანძილზე, სოფელი კულაში, იყო სახლი ქართველ ებრაელთა ყველაზე დიდი თემისა. დღეისათვის სოფელში დარჩა სამი სინაგოგა (აქედან ერთი აგებულია მე-18 საუკუნეში, ხოლო ორი მე-20 საუკუნეში) და ებრაელთა ძველი სასაფლაო.
|
დაწვრილებით...
|
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი |

მუზეუმი დაფუძნებული იქნა 1951 წელს (აქ დაცულია 5386 ექსპონატი) მდებარეობს სამტრედიაში – დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქუჩა #109. მუზეუმში განთავსებულია XIX-XX ს.ს. ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის(1843-1928) საცხოვრებელ სახლში, რომელიც 1886 წელს აშენდა. სახლი მდებარეობს მის მიერვე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ პარკში. მუზეუმი დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, ძირითადად XVIII-XIX საუკუნის, გერმანული, ინგლისური, ავსტრიული, ამერიკული, რუსული წარმოების საოჯახო ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა, ქარის ძრავა (1910 წ), სარეცხი მანქანა `ბერლინი~ კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვა. ასევე სხვადასხვა ენებზე გამოცემული ნიკოლაძის წიგნები და პერიოდიკა. დიდი ჯიხაიში მდებარეობს ზღვის დონიდან 40 მ. ქუთაისიდან 20 კილომეტრზე. დიდი ჯიხაიში პირველად XVIII საუკუნეში ჩანს ვახუშტი ბატონიშვილის რუკებზე. 1972 წლიდან იმართება ყოველწლიური სახალხო დღესასწაული "ნიკოობა". დიდ ჯიხაიში გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი "იმერული ესკიზები".
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|