(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.4478
EUR2.8458
ქუთაისი
გოგნი

ეს პატარა სოფელია, რომელიც მდებარეობს მდინარე ქვერუნის (ძევრულა) სანაპიროზე. სოფელი პირველად წყაროებში ნახსენებია 1188 წელს, მეფე თამარის მიერ გამოშვებულ სიგელში, სადაც ის მოიხსენებს „გოგნის ციხისთავს“. 1778 წელს დედოფალმა მარიამმა, იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ცოლმა, გოგნში ააშენა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და დააარსა იქ მონასტერი. დღეისათვის შემორჩენილია ციხისა და ეკლესიის მხოლოდ ნანგრევები.

დაწვრილებით...
ბილიკი მთებში

ბილიკი კარგია ფეხით ლაშქრობის ან ცხენოსნობისათვის. ბილიკი მიდის მთის უღელტეხილზე, რომელიც მდებარეობს თერჯოლა-ტყიბულის საზღვარზე. აქ იშლება კლდოვანი მთების თვალწარმტაცი ხედები, რომლის სახელია „წინწკილა“. ლეგენდის მიხედვით მთის წვერზე მდებარე გამოქვაბულებში, მტრების შემოსევების დროს, იხიზნებოდნენ ქალები და ბავშვები. გამოქვაბულებში, არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ნეანდერტალური ხანის ჩონჩხები. მთის წვეროდან იშლება ულამაზესი ხედები ხვამლის მთაზე, რაჭისა და სვანეთის მთების რიგზე, კავკასიონის მთათა სისტემაზე, კოლხეთის დაბლობზე და ტყიბულის ტბაზე, თავისი პატარა კუნძულებით.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

თერჯოლის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.