info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
გელათის მონასტერი

ქალაქ ქუთაისიდან 10–11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი გელათი, რომელიც მდინარე წყალწითელას მარცხენა სანაპიროზეა გაშენებული. სწორედ აქ მაღალ ადგილზე მეფე დავით აღმაშენებლის თაოსნობით (1106–1130) აშენდა გელათის სამონასტრო კომპლექსი. მის ანსამბლში შედის: ღვთისმშობლის მიძინების გუმბათოვანი ტაძარი. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით 35x36 მ, სიმაღლე 34 მეტრამდეა. კედლები იმავე დროის მხატვრობითაა დაფარული. მთავარ ტაძარში დაცულია გელათის მოზაიკა იგი ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი ტექნიკით და ვირტუოზული ოსტატობის მაღალი ნიმუშია.

დაწვრილებით...
მოწამეთის მონასტერი

არაბებმა VII საუკუნეში დაიწყეს საქართველოს დაპყრობა. მათ დასავლეთ საქართველოში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგვეთის ერისთავებმა დავითმა და კონსტანტინემ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ (735წ) ბრძანა ძმები ცოცხლად შეეპყროთ. ბევრს ეცადა მტერი, რომ ძმებს რომლებიც ერისთავები იყვნენ მართლმადიდებლური რწმენა შეეცვალათ. თუ ისინი ამას დათანხმდებოდნენ, სარწმუნოებას ხალხიც შეიცვლიდა და არაბებს მოწინააღმდეგე აღარ ეყოლებოდათ საქართველოში.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ტყიბულის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.