info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
შორაპანის ციხე-სიმაგრე

შორაპანი, დაბა (1938 წლიდან) ზესტაფონის რ-ში, მდინარე ყვირილას და ძირულას ნაპირებზე მდებარეობს. შროშა ანტიკური ხანიდანაა დასახლებული. უძველესი წერილობითი წყარო ეკუთვნის ცნობილ ბერძენ გეოგრაფს სტრაბონს (ძვ.წ.აღ-ის I და ახ.წ. I სს.). ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს-ე) მიხედვით, VIII ს. დასასრულს არგვეთის, იგივე შორაპანის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა.

დაწვრილებით...
ტაბაკინის მონასტერი

სოფ. ტაბაკინი ზესტაფონის რაიონში, მდ. აჯამურის ხეობაში მდებარეობს. სოფლის მახლობლად დგას VI-VII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ძლევის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეკლესია, რომლის ჩრდილოეთი ნავი დარბაზთან დაკავშირებულია ოთხკუთხა ბოძზე დაყრდნობილი განიერი ორთაღედით. ნავის აღმ. ნაწილში აფსიდიანი სათავსია, სამხ. მდებარე სტოია კი დამოუკიდებელ სათავსს წარმოადგენს. ეკლესიის ქვეშ საძვალეა. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. კედელზე გამოსახულია ქრისტეს, ღვითსმშობლის, წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სურათები, ქტიტორთა პორტრეტები. ქტიტორული წარწერებიდან ირკვევა, რომ ეკლესია რამდენჯერმეა შეკეთებული.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ზესტაფონის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.