info@visitkutaisi.com (+995)557263153 / (+995)593548507 ბროშურა 2015 / 2014
კანიონინგი

თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ და მოგწონთ ადრენალინის ჩუხჩუხი თქვენს ვენებში, აუცილებლად უნდა მოსინჯოთ „კანიონინგი“-კანიონებზე მოგზაურობა. ეს არის სპორტის სახეობა, სადაც ეშვებით კანიონში და ებმებით ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ბაგირზე ცოცვა, რაფტინგი და ჩანჩქერებზე ხტომა. ხონში (განსაკუთრებით გორდში) უამრავი კირქვის კანიონია, იდეალური თავგადასავლებისათვის.

დაწვრილებით...
კინჩხას ჩანჩქერი

ჩანჩქერი მდებარეობს საწისქვილოს ხობაში, სადაც ის ვარდება მასიური კირქვის მთიდან. ეს არაჩვეულებრივი ადგილია პიკნიკებისა და კარვებისათვის. 30 წუთის სავალი გზა ჩანჩქერამდე გადის მდელოებზე და პატარა კანიონებზე მდინარე ოკაცეს გასწვრივ.

დაწვრილებით...
ოკაცეს კანიონი

კანიონი ბუნებრივი საოცრებაა, შთამბეჭდავი ბუნებით, განსაცვიფრებელი ჩანჩქერებითა და მომაჯადოებელი ხედებით. იგი მდებარეობს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, სოფელ ზედა გორდში. მისი სიგრძე 2 კმ-ია, ხოლო სიგანე ვარირებს 3-დან 20 მეტრამდე, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე.

დაწვრილებით...




ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ხონის რუკა

ბლოგი
მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი:(+995)557263153 / (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.